კალათბურთი

17:36 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“საკრამენტოს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

“საკრამენგო კინგზს” 63 წლის ჯორჯ კარლი გაწვრთნის. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. რამდენი ხნით დაინიშნა ჯორჯი “მეფეების” მწვრთნელად და კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კარლი ბოლოს 2005-2013 წლებში “დენვერ ნაგეტს” წვრთნიდა. 2012-13 წლების სეზონში ჯორჯი ნბა-ს წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს.

63 წლის სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერაში 1887 მატჩი ჩაატარა და 1131-ჯერ პარკეტი გამარჯვებულმა დატოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115961