ჩოგბურთი

11:02 | 18.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი რიოში ტიტულის დაცვას შეუდგა

ბრაზილიაში მყოფმა რაფა ნადალმა ჯერ რიო დე ჟანეიროს კარნავალზე იხალისა, დღეს დილით კი ამ ქალაქის ტურნირში შარშან მოპოვებული ტიტულის დაცვას წარმატებით შეუდგა. რეიტინგსიის მესამე ნომერმა კორტის მასპინძელ ტომაზ ბელუჩის 2 სეტით, 6:4, 6:1 მოუგო.

ესპანურ-ბრაზილიური დაპირისპირება საათნახევარს გაგრძელდა. ამ სათამაშო დროის განმავლობაში რაფამ 6 ბრეიკი და 2 ეისი შეასრულა. ნადალისა და ბელუჩის დაპირისპირებათა ანგარიში 4:0 გახდა.

Rio Open-ზე პირველ ნომრად განთესილი ნადალი მერვედფინალში თანამემამულე პაბლო კარენო-ბუსტას შეხვდება.

წარმატებით აიღო სტარტი რეიტინგსიის მეცხრე ნომერმა დავიდ ფერერმაც. ნადალის მსგავსად მასაც საათნახევარი დასჭირდა მერვედფინალში გასასვლელად - 32 წლის ფერერმა კიდევ ერთ ესპანელ დანიელ ხიმენო-ტრავერს 6:4, 6:3 სძლია. მომდევნო ეტაპზე დავიდი ჰოლანდიელ ტიმო დე ბაკერს დაუპირისპირდება.

0.117139