ფეხბურთი

22:19 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ინძაგის ბოლო შანსი

იტალიური “მილანი” მწვავე კრიზისშია. გუნდი ისტორიაში ერთ-ერთ უსახურ სეზონს ატარებს, მაგრამ დღემდე გუნდის მთავარ მწვრთნელ ფილიპო ინძაგის “როსონერის” ხელმძღვანელობა ნდობას უცხადებდა. იტალიური გამოცემა “გაძეტა დელო სპორტი” კი იუწყება, რომ ინძაგის ნდობის ლიმიტი ამოეწურა. იტალიელი ჟურნალისტების ნარკვევით, პიპოსთვის ბოლო შანსი სერია A-ს მომდევნო ტურში “ჩეზენასთან” გასამართი მატჩი იქნება. ემილია-რომანიელებთან ვერმოგების შემთხვევაში კი მას კარისკენ მიუთითებენ და “მილანელთა” გაწვრთნას მაურო ტასოტის დროებით მიანდობენ.

გამოცემამ გულშემატკივართა შორის გამოკითხვაც ჩაატარა, თუ ვის ისურვებდნენ “მილანის” მთავარ მწვრთნელად, ინძაგის თუ ტასოტის. გამოკითხულთა 69%-მა მხარი “როსონერის” ყოფილ მცველს დაუჭირა.

მიმდინარე სეზონში “მილანი” იტალიის ჩემპიონატში 23 ტურის შემდეგ, 30 ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება, იტალიის თასის გათამაშებას კი მეოთხედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა.

0.112209