გერმანული “დორტმუნდი” ესპანური “ვალენსიას” ცენტრალური მცველით შკოდრან მუსტაფით დაინტერესდა – იუწყება ვალენსიური გამოცემა Superdeporte.
ზაფხულში შესაძლოა “დორტმუნდი” მატს ჰუმელსმა დატოვოს და “ყვითლებს” მის შემცვლელად “ღამურების” 22 წლის უკანახაზელი ეგულებათ. ახალგაზრდა გერმანელი “ვალენსიაში” გასულ ზაფხულს გავიდა და კლუბს შესანიშნავად მოერგო. მან ნიკოლას ოტამენდისთან ერთად შესანიშნავი დუეტი შექმნა და მათი წყალობით “ლოს ჩეს” ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვა ჰყავს. “ვალენსიას” გეგმებში მუსტაფის გაყიდვა არ შედის და “დორტმუნდს” ფეხბურთელის გადაბირება ძალიან გაუჭირდება.
შკოდრანს “ღამურებთან” მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში მან “ვალენსიას” მაისური 22-ჯერ მოირგო და 3 გოლი გაიტანა.