ფეხბურთი

13:09 | 17.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დაჩიაში” ქართველებიდან მხოლოდ სირაძემ ითამაშა

მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) ლიდერმა კიშინიოვის “დაჩიამ” თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი გერმანიის მე-3 ლიგის “საარბრიუკენთან” ჩაატარა და 0:2 წააგო.

ფორვარდი დავით სირაძე “დაჩიას” სასტარტოში იმყოფებოდა, ხოლო კიშინიოველთა კიდევ ერთ ქართველ თავდამსხმელს ჯაბა დვალს არ უთამაშია.

უნგრეთის პირველი ლიგის (უმაღლესი ლიგა) ნიერედხაზას “სპარტაკუსმა”, რომელშიც ნახევარმცველი ზურაბ არზიანი და თავდამსხმელი დავით დარციმელია გამოდიან, სპარინგში სლოვაკეთის “კოშიცესთან” 1:2 წააგო. ქართველი ლეგიონერებიდან უნგრელებში მხოლოდ არზიანმა ითამაშა, რომელიც პირველი ტაიმის მერე შეცვალეს.

თურქულ შეკრებაზე უნგრულმა “დიორმა”, რომელშიც გიორგი ქვილითაია ირიცხება, ბელარუსიის “მინსკთან” ამხანაგური 2:2 დაასრულა. ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი უნგრელთა რიგებში არ გამოჩენილა.

0.110209