ჩემპიონთა ლიგაზე სხვა წყვილებისგან განსხვავებით, დონეცკის “შახტარს” მეტოქეში ნამდვილად არ გაუმართლა. უკრაინელები მშვენიერ ფორმაში მყოფ მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდებიან. დონეცკელთა თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმ პრესკონფერენციაზე ბუნებრივია მეტოქე აქო და ადიდა.
“გმირები ვიქნებით, თუ მიუნხენის “ბაიერნს” დავამარცხებთ და შემდეგ ეტაპზე გავალთ. ოფიციალური მატჩი 10 კვირის წინ გვქონდა. ცნობილია, ჩვენი სათამაშო ფორმის შესახებ. აგრეთვე ყველა ამბობს, გერმანელები მეოთხედფინალში გავლენ, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ ბოლო შეხვედრაში მეტოქე 8:0 დაამარცხეს. “ბაიერნმა” ოფიციალური მატჩები უკვე ჩაატარა, ჩვენ კი ამხანაგურებით შემოვიფარგლეთ და ჩემი ფეხბურთელების სათამაშო კონდიციას საქმეში ამ მატჩში ვიხილავთ“, - განაცხადა რუმინელმა სპეციალისტმა.
მიუნხენის “ბაიერნი” და დონეცკის “შახტარი” აქამდე უეფას ეგიდით გამართულ ტურნირებზე ერთმანეთს არასდროს შეხვედრილან.