34 წლის ამერიკელმა ვინუს უილიამსმა დუბაის ტურნირის მეორე წრეში შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩს 6:1, 6:2 მოუგო და მეოთხედფინალში გასასვლელად ავსტრალიელ კეისი დელაკუასა და ჩეხი ლუსი შაფარჟოვას შორის მოგებულ შეხვდება. ვინუსმა დუბაის ტურნირზე ზედიზედ 16-ე შეხვედრა მოიგო.
უილიამს-უფროსს ეს შეჯიბრება 2009 და 2010 წლებში აქვს მოგებული, შემდეგ 3 წლის განმავლობაში დუბაიში არ ასპარეზობდა, იქაურ კორტს შარშან დაუბრუნდა და კვლავ პირველობა მოიპოვა. ვინუსმა დუბაიში 33 სეტი ჩაატარა და 32 თავის სასარგებლოდ დაასრულა.
“დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვე. ბოლო დროს თამაშს ვუმატე და დამაჯერებლობაც მომემატა. მონდომებით ვვარჯიშობ და სამომავლო წარმატების საფუძველიც მაქვს”, - განაცხადა ვინუსმა ბენჩიჩის ძლევის შემდეგ.