იტალიის სერია A-ს ბინადარ ბერგამოს “ატალანტას” გულშემატკივრები გუნდის მარცხენა მცველის ანდრეა მაზიელოს თავიანთ საყვარელ გუნდში თამაშს ეწინააღმდეგებიან. ტიფოზებმა კვირას გამართულ მატჩში “ინტერის” წინააღმდეგ (1:4) ბანერიც გადმოფინეს წარწერით: “მაზიელო აქ არ უნდა თამაშობდეს”.
ქომაგების მაზიელოს წინააღმდეგ გამოსვლის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ფეხბურთელი ორწელიწადნახევარი დისკვალიფიკაციას იხდიდა, რომელიც მას გარიგებულ თამაშებში მონაწილეობის გამო მიუსაჯეს.
მაზიელო ბერგამოულ გუნდში 2011 წელს “ბარიდან” გადავიდა, შემდგომ ხანგრძლივი დისკვალიფიკაციით დასაჯეს და მწვანე მინდორს ერთი კვირის წინ, “ფიორენტინასთან” შეხვედრაში დაუბრუნდა.