ფეხბურთი

18:23 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეგული “ინტერის” ინტერესის ქვეშ

მილანის “ინტერი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ესპანური “ვალენსიას” 25 წლის ნახევარმცველის სოფიან ფეგულის შეძენას შეეცდება. ამის შესახებ ინფორმაციას ალჟირული მედია ავრცელებს. თუ რა თანხის გაღებას გეგმავს “ნერაძური” აფრიკელი შემტევის სანაცვლოდ ჯერჯერობით არ ხმაურდება.

ფეგული “მესტალიაზე” 2011 წლის ზამთრიდან მოყოლებული ასპარეზობს. წლეულს მან ლა ლიგაში “ვალენსიას” მაისური 18 შეხვედრაში მოირგო და სამი გოლიც გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116401