ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და “პარი სენ ჟერმენის” მცველმა დავიდ ლუიზმა სასუველი ნაკრები დაასახელა. საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ვერ მოხვდა ზლატან იბრაჰიმოვიჩი. სამხრეთამერიკელმა განაცხადა, რომ შვედთან ერთად 6 თვეა რაც თამაშობს და გუნდში მისი არშეყვანის მიზეზიც ესაა.
ლუიზმა აგრეთვე აღნიშნა, რომ მესი მესია, ხოლო ნეიმართან ერთად ნაკრებში თამაშობს და მისი შესაძლებლობები კარგად იცის. პსჟ-ს მცველის რჩეული გუნდი 4-4-2 სისტამისაა და შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: პიტერ ჩეხი
მცველები: ბრანისლავ ივანოვიჩი (“ჩელსი”) ტიაგო სილვა, დავიდ ლუიზი, მაქსველი (სამივე პსჟ).
ნახევარმცველები: ვილიანი (“ჩელსი”), მაიკლ ესიენი (“მილანი”), პაბლო აიმარი (“რივერ პლეიტი”), ანხელ დი მარია (“მანჩესტერ იუნაიტედი).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი, ნეიმარი (ორივე “ბარსელონა”).