კალათბურთი

0:46 | 16.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” აუტსაიდერი დაამარცხა

თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ” ესპანეთის ჩემპიონატში მე-11 გამარჯვება იზეიმა. ბასკური კლუბი აუტსაიდერ “მანრესას” ესტუმრა და 71:64 სძლია.

ქართველი კალათბურთელი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 15 წუთში 1 ქულა, 2 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 2 ორქულიანი ააცილა, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 2-ჯერ დაჯარიმდნენ.

მასპინძლებს 22 ქულით ამერიკელმა მაიკ ჯეიმსმა ულიდერა, ფრანგებმა ფაბიენ კოსიემ და კიმ ტილიმ კი 13-13 ქულა ჩააგდეს.

11 მოგებით და 10 მარცხით “ლაბორალ კუჩა” მე-7 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 1 მარტს სტუმრად “ბილბაო ბასკეტთან” ჩაატარებს.

0.124018