აზერბაიჯანის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება მოიპოვა ბაქოს “ინტერმა.”სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ ბაჩანა ცხადაძე მოხვდა, რომელმაც მატჩის საწყის წუთებში თერთმეტმეტრიანის გატანა შეძლო. ცხადაძის გოლს ისმაილოვის დუბლი მოჰყვა, მატჩის საბოლოო ანგარიში კი ნილდომ დააფიქსირა- 4:0.
https://www.youtube.com/watch?v=o6mAkz4cn84
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-20 ტურში გიორგი ჩიხრაძის “სიმურგი” გასვლით მატჩში ჩემპიონატის ლიდერ “ყარაბაღთან” მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. მასპინძელთაგან ერთადერთი გოლი ბრაზილიელი რეინალდოს ანგარიშზეა. ამ დროისთვის ქართველი მწვრთნელის გუნდი სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებს.
პოლონეთის ჩემპიონატში ვარშავის “ლეგია” საშინაო არენაზე “იაგელონიასთან” 1:3 დამარცხდა. ქართველმა შემტევმა ნიკა ძალამიძემ მატჩი სრულად ჩაატარა. 20 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში “იაგელონია” მე-4 ადგილს იკავებს.
https://www.youtube.com/watch?v=ncz0tAmQg28