ფეხბურთი

22:05 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მერებაშვილის გოლი, "ემპოლის" ფრე (+VIDEO)

საბერძნეთის სუპერლიგაში “ოფი” საკუთარ მოედანზე “პანათინაიკოსს” დაუპირისპირდა და 2:3 დამარცხდა. ლორიამ და მერებაშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს. გიორგი მერებაშვილმა მასპინძელთაგან მეორე გოლი გაიტანა, მან ზუსტად შეასრულა თერთმეტმეტრიანი, ხოლო ლორიამ სამი სეივი შეასრულა. მსაჯმა 49-ე წუთზე ლორია გააფრთხილა, ხოლო 81-ე წუთზე მერებაშვილი.

იტალიის სერია ა-ს 23-ე ტურის შეხვედრაში “მილანმა” “სან სიროზე” ლევან მჭედლიძის გუნდს უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა, ქართველი ფორვარდი “ემპოლის” განაცხადში მოხვდა, თუმცა თამაშში მონაწილეობა არ მიუღია.

მე-40 წუთზე ბონავენტურას პასით ანგარიში დესტრომ გახსნა, 68-ე წუთზე კი მაკარონემ ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ამდროისთვის “ემპოლი” 24 ქულით სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება.

კვიპროსის ჩემპიონატში მარცხი იწვნია უჩა ლობჟანიძის “ომონიამ.” “აპოლონთან” საშინაო მატჩი ქართველმა მცველმა სრულად ჩაატარა, 63-ე წუთზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. სატურნირო ცხრილში “ომონია” 35 ქულით მე-4 ადგილზე იმყოფება, “აპოლონი” კი ჩემპიონატის ლიდერია.

“ომონიას” მსგავსად საშინაო შეხვედრაში დამარცხდა “ოთელოსი”. როინ კვასხვაძემ და ლევან ხმალაძემ “ერმისთან” მატჩი სრულად ჩაატარეს, მათ მსგავსად სასტარტო შემადგენლობაში მოხვდა ელგუჯა გრიგალაშვილი, რომელმაც მოედანი 57-ე წუთზე დატოვა.

0.115193