ფეხბურთი

17:36 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“მანჩესტერი” იანგს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს

ინგლისის ნაკრების შემტევ ეშლი იანგს “მანჩესტერ იუნაიტედთან” კონტრაქტი 2016 წლის ივლისამდე აკავშირებს, ბრიტანული მედიის მტკიცებით კი კლუბის წარმომადგენელი ფეხბურთელს ახალ გრძელვადიან კონტრაქტზე უკვე ესაუბრება.

იანგი “წითელი ეშმაკების” რიგებს 2011 წლის ზაფხულში “ასტონ ვილადან” შეუერთდა და ახალ გუნდთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. მიმდინარე სეზონში ეშლიმ პრემიერლიგასა და ასოციაციის თასზე ჯამში 14 შეხვედრა ჩაატარა და თავი 1 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია და მისი დაბრუნება უახლოეს ორ კვირის განმავლობაში იგეგმება.

ფეხბურთელმა “მანჩესტერში” ყოფნის პერიოდში 100 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის აქტივში 11 გოლთან ერთად 23 საგოლე გადაცემაცაა.

0.11094