იტალიის საკალათბურთო ნაკრები 2015 წლის ევროპის ჩემპიონატზე უძლიერესი შემადგენლობით წარსდგება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ეროვნულ გუნდში თამაშზე თანხმობა განაცხადეს ანდრეა ბარნიანიმ (“ნიუ იორკი”), ლუიჯი დატომემ (“დეტროიტი”) და დანილო გალინარიმ (დენვერი).
შეგახსენებთ, რომ მანამდე ევრობასკეტზე ასპარეზობის სურვილი გამოთქვა “სან ანტონიოს” წევრმა მარკო ბელინელიმ. ამგვარად, გამოდის, იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი სიმონე პიანიჯანი ევროპის პირველობაზე ნბა-ს წარმომადგენელ ოთხ კალათბურთელს იახლებს.
ცბობისთვის, იტალიელებს ევრობასკეტ-2015-ზე ურთულეს ჯგუფში მოუწევთ თამაში. ისინი B ჯგუფში მოხვდნენ, სადაც მეტოქეებად მასპინძელი გერმანია, თურქეთი, ესპანეთი, სერბეთი და ისლანდია ეყოლებათ.