ყაზანის “უნიკსი”, რომლის ღირსებასაც ქართველი კალათბურთელი ვიქტორ სანიკიძე იცავს, შესაძლოა, კიდევ ერთი მოთამაშით გაძლიერდეს.
შეგახსენებთ, რომ სანიკიძის დაშავების კვალად, რუსულმა კლუბმა ლატვიელი როლანდს ფრეიმანისი აიყვანა, ახლა კი, “უნიკსი” ასევე ტრავმირებული ანტონ პონკრაშოვის შემცვლელის ძიებაშია.
როგორც ირკვევა, ყაზანელებმა ყურადღება ისრაელის ნაკრების მცველ გალ მეკელს მიაპყრეს, რომელიც გასულ სეზონში “დალასის” ღირსებას იცავდა, მიმდინარეში კი “ნიუ ორლეანის” მაისური ოთხ მატჩში მოირგო.
ახლა, მეკელი თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს და მისი თავის რიგებში ხილვა, “უნიკსის” გარდა, თელ ავივის “მაკაბის”, იერუსალიმის “ჰაპოელს” და იტალიურ “მილანს” სურთ.