კალათბურთი

14:01 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ცქიტიშვილის მორიგი ორმაგი დუბლი

ნიკოლოზ ცქიტიშვილი ლიბანის საკალათბურთო ჩემპიონატში შედეგიან თამაშს განაგრძობს. მორიგ ტურში ქართველი ფორვარდის მონაგარი 20 ქულა, 12 მოხსნა და 2 ჩაჭრა გახლდათ.

ცქიტიშვილის “ჩემპვილმა” “ამჩიტთან” 67:70 წააგო, სკიტამ კი შეუცვლელად – 40 წუთს ითამაშა. ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 5 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.

ნიკოლოზის სარგებლიანობის კოეფიციენტი 29 გახლდათ და მოედანზე მყოფთაგან ის მხოლოდ სტუმარ ჯესმონ იანგბლადს ჩამორჩა. ამერიკელმა მცველმა ასევე 40 წუთში 36 ქულა ჩააგდო.

“ჩემპვილს” 5 მოგებით და 6 მარცხით 8-გუნდიან ლიგაში მე-4 ადგილი უკავია, მომდევნო მატჩს კი 20 თებერვალს სტუმრად ლიდერ “ალ რიადისთან” გამართავს.

0.119019