ბელგიის ნაკრების და “ევერტონის” თავდამსხმელი რომელუ ლუკაკუ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს შესაძლოა სხვა ინგლისურ გუნდში ვიხილოთ.
21 წლის თავდამსხმელით დაინტერესებულნი ლონდონის “ტოტენჰემი” და “ვესტ ჰემი” არიან. ჯერჯერობით უცნობია, რამდენს შესთავაზებენ ეს კლუბები ლივერპულელებს.
ლუკაკუ ერთი წელი არცაა, რაც “ჩელსიდან” “ევერტონში” ოფიციალურად გადაბარგდა და მის შესახებ უკვე ვრცელდება სატრანსფერო ცნობები. მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა 33 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემაც შეასრულა.
ლუკაკუს სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს შეადგენს.