ფეხბურთი

0:49 | 15.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა დვალის სადებიუტო მატჩი, “ვიტესის” მორიგი გამარჯვება

თურქეთის სუპერლიგაში ლაშა დვალის დებიუტი შედგა. “ქასიმფაშამ” გასვლითი მატჩი “კარაბუქსფორის” წინააღმდეგ ჩაატარა და ფრედ 0:0 ითამაშა. შოთა არველაძემ 19 წლის ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში დააყენა და მატჩის ბოლომდე არ შეუცვლია. ამ მატჩით “ქასიმფაშამ” სამმატჩიანი მარცხიანი სერია შეწყვიტა. სატურნირო ცხრილში 24 ქულით მეცხრე ადგილზე იმყოფება და ევროტურნირებზე მოხვედრის მიზერულ შანს ინარჩუნებს.

ჰოლანდიის ჩემპიონატის 23-ე ტურში “ვილემთან” საშინაო შეხვედრაში გამარჯვება მოიპოვა “ვიტესმა”.გუნდის კაპიტანმა გურამ კაშიამ და ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა მატჩი სრულად ჩაატარეს. მასპინძლებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს სტუმრებს, გოლის ავტორებად ლაბიადი და ტრაორე მოგვევლინენ.

იტალიის ლეგა პრო-ში ქართველი ფეხბურთელის ირაკლი შეყილაძის დებიუტი შედგა. 22 წლის ქართველი ფორვარდის გუნდი “სუდტიროლი” გასვლით მატჩში “პრო პატრიას” დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა. შეყილაძე სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში, შესვენების შემდეგ მარასის ნაცვლად გამოჩნდა მინდორზე. “სუდტიროლი” ჩემპიონატის ლიდერ “ნოვარას” ექვსი ქულით ჩამორჩება და 40 ქულით მეექვსე ადგილს იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.117328