ლევერკუზენის "ბაიარენაზე" ნამდვილი სანახაობა შედგა. აი, ამისთვის უყვართ ბუნდესლიგა, ასეთი თამაშები ალამაზებს... როჯერ შმიდტის "ლევერკუზენი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 აგებდა "ვოლფსბურგთან", მაგრამ 72-ე წუთზე უკვე... 4:4 იყო. შმიდტი ჯერ საყაიმო ანგარიშისას შეტევაზეა ორიენტირებული და 0:3-ზე ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ "დაქოქავდა" გუნდს. ბელარაბისა და სონის მეთაურობით, ლევერკუზენელებმა "მგლების" დაცვა აიკლეს, კორეელმა სონმა სულაც ჰეთ-თრიქი მიითვალა.
არ ვიცით, როგორ წარიმართებოდა ბოლო წუთები, მასპინძელთა ბოსნიელ მცველ ემირ სპაჰიჩს წითელი ბარათი რომ არ მიეღო. სპაჰიჩის გაძევებების დასათვლელად, ალბათ, კალკულატორია საჭირო – კარიერაში იმდენჯერაა "გაწითლებული". 10 კაცით დარჩენილმა "ლევერკუზენმა" ბოლოს გაუშვა მეხუთე გოლი.
ამდენი ვაქეთ ბელარაბი და სონი, თუმცა მატჩის ნომერ პირველი ფეხბურთელი სხვა იყო: "ვოლფსბურგის" ჰოლანდიელი თავდამსხმელი ბას დოსტი, რომელმაც პოკერი შეასრულა. ის ბოლო მეხუთე გოლიც მისი იყო. "ვოლფსბურგმა" კიდევ უფრო გაიმყარა მეორე ადგილი და ალბათ, ვერც ვერავინ შეეცილება.
"ბაიერნმა" მიწასთან გაასწორა "ჰამბურგი" და თან ლამაზი გოლებიც გაიტანა – 8:0. ისე, ძალიან დაიბრიყვეს მიუნხელელებმა ჰამბურგელები, შარშანწინ ცხრა გოლი გაუტანეს. ამჯერადაც, ვისაც არ ეზარებოდა, გაჰქონდა. შეუჩერებლები იყვნენ რობენი, მიულერი, გიოტცე... არადა, "ჰამბურგმა" პირველ წრეში 0:0 ითამაშა გვარდიოლას გუნდთან.
"ვერდერი"! წლეულს ოთხივე მატჩი მოიგეს "მუსიკოსებმა" და მწვრთნელი ვარო, ვიქტორ სკრიპნიკმა უნდა თქვას. უკრაინელმა სპეციალისტმა ცხრილის ბოლოში მყოფი გუნდი ჩაიბარა, ახლა კი ბრემენელები მერვე ადგილზე არიან. ამჯერად საჩემპიონთალიგო ზონაში მყოფი "აუგსბურგი" დაამარცხეს – 3:2.
"შალკე" თითქოს კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ფრანკფურტში დამუხრუჭდა: "აინტრახტთან" მინიმალური სხვაობით წააგო. მატჩის ერთადერთი გოლი ლუკას პიაზონმა გაიტანა. ისე, საინტერესოა, რატომ უფრო მეტად არ ენდობა მწვრთნელი თომას შააფი პიაზონს. ბრაზილიელი უმეტეს დროს სკამზე ატარებს.
კონკურენტების მარცხის გამო, მესამე ადგილზე გადაინაცვლა "გლადბახმა", რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე გატანილით მოიგო: ჯაკას გოლით "კიოლნთან" 1:0. N
გლადბახი-კიოლნი 1:0 (0;0)
გლადბახი: სომერი, ბრაუერსი, იანჩკე, დომინგესი, ტრაორე (თორგან აზარი 73), კორბი, ჰერმანი, კრამერი, ჯაკა, რაფაელი (ჰრგოტა 82), მაქს კრუზე (შტრანცლი 90+4)
მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი
კიოლნი: ჰორნი, მავრაი, ოლკოვსკი, ჰექტორი, ვიმერი, ლემანი, ჰალფარი, რისე (ნაგასავა 86), ფიოგტი, ოსაკო (დეივერსონი 77), უჯა (პეშკო 63)
მწვრთნელი: პეტერ შტიოგერი
გოლი: 1:0 ჯაკა (90+1)
გაფრთხილება: ვიმერი (24), ოსაკო (38), ჯაკა (43), რისე (61), პეშკო (66), აზარი (90+3)
მსაჯი: აითექინი
ბურთის ფლობა: 74-26, დარტყმა: 19 (8) – 12 (1), ჯარიმა: 10-12, კუთხური: 10-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 1-7
ლევერკუზენი-ვოლფსბურგი 4:5 (0:3)
ლევერკუზენი: ლენო, ჰილბერტი, პაპადოპულოსი, სპაჰიჩი, ბიონიში, ლარს ბენდერი (როლფესი 46), ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (ბრანდტი 46), კასტრო, სონი, კისლინგი (დრმიჩი 46)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
ვოლფსბურგი: ბენალიო, არნოლდი (გულავოგი 77), კნოხე, ნალდო, როდრიგესი, კალიჯური (იუნგი 90+1), ლუის გუსტავო, დე ბრუინი, ვიერინია, შიურლე (ჰუნტი 70), დოსტი
მწვრთნელი: დიტერ ჰეკინგი
გოლები: 0:1 დოსტი (6), 0:2 ნალდო (17), 0:3 დოსტი (29), 1:3, 2:3 სონი (57, 62), 2:4 დოსტი (63), 3:4 სონი (67), 4:4 ბელარაბი (72), 4:5 დოსტი (90+2)
გაფრთხილება: სპაჰიჩი (50, 82), ბიონიში (60), ნალდო (75), როლფესი (79), პაპადოპულოსი (86), კასტრო (88)
გაძევება: სპაჰიჩი (82)
მსაჯი: დინგერტი
ბურთის ფლობა: 45-55, დარტყმა: 15 (7) – 13 (9), ჯარიმა: 23-11, კუთხური: 5-1, თამაშგარე: 2-1, სეივი: 4-3
ბაიერნი-ჰამბურგი 8:0 (3:0)
ბაიერნი: ნოიერი, რაფინია, ბენატია (რიბერი 59), ალაბა, ბადშტუბერი, ბერნატი, შვაინშტაიგერი, გიოტცე, მიულერი (გაუდინიო 66), რობენი (პიზარო 71), ლევანდოვსკი
მწვრთნელი: ხოსეპ გვარდიოლა
ჰამბურგი: დრობნი, გიოტცი, ჯურუ, მარკოსი (ოსტრჟოლეკი 57), იანსენი, ვესტერმანი, დიასი, შტიბერი, ვან დერ ვაარტი (ჟირაჩეკი 57), ოლიჩი (ნიკო მიულერი 23), რუდნევსი
მწვრთნელი: იენს ცინბაუერი
გოლები: 1:0 მიულერი (20 პენ), 2:0 გიოტცე (22), 3:0, 4:0 რობენი (36, 47), 5:0 მიულერი (55), 6:0 ლევანდოვსკი (56), 7:0 რიბერი (69), 8:0 გიოტცე (89)
გაფრთხილება: ვან დერ ვაარტი (29)
მსაჯი: ვაინერი
ბურთის ფლობა: 70-30, დარტყმა: 25 (14) – 7 (2), ჯარიმა: 3-15, კუთხური: 3-0, თამაშგარე: 9-5, სეივი: 2-6
ვერდერი-აუგსბურგი 3:2 (3:1)
ვერდერი: ვოლფი, ფრიტცი (აიჩიკეჩი 46), გარსია, ლუკიმია, ვესტერგაარდი, ბარტელსი, ფელიქს კროოსი, იუნუზოვიჩი, გაბრე სელასი, დი სანტო (მაკიადი 86), ზელკე (ოზთუნალი 75)
მწვრთნელი: ვიქტორ სკრიპნიკი
აუგსბურგი: მანინგერი, ბაბა, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ბაიერი, ფოილნერი, ჰიობერგი (კორი 57), ტობიას ვერნერი, ალტინტოპი (პარკერი 73), ბობადილია (კაიუბი 57), ჯი
მწვრთნელი: მარკუს ვაინცირლი
გოლები: 1:0 ლუკიმია (16), 1:1 კლავანი (21), 2:1 დი სანტო (23 პენ), 3:1 გაბრე სელასი (45), 3:2 ვერნერი (79)
გაფრთხილება: ბობადილია (24), დი სანტო (26), აიჩიკეჩი (75), ფოილნერი (90+2)
მსაჯი: დინგერტი
ბურთის ფლობა: 41-59, დარტყმა: 19 (9) – 16 (4), ჯარიმა: 21-15, კუთხური: 5-10, თამაშგარე: 0-2, სეივი: 2-6
ჰოფენჰაიმი-შტუტგარტი 2:1 (1:1)
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, აბრაჰამი (თოლიანი 84), ბეკი, ბისაკჩიჩი, კიმი, ამირი (სალიჰოვიჩი 57), რუდი, ფირმინო, შვეგლერი, შიპლოკი (მოდესტე 73), ფოლანდი
მწვრთნელი: მარკუს გისდოლი
შტუტგარტი: ულრაიხი, ბაუმგარტლი, კლაინი (იბიშევიჩი 77), ნიდერმაიერი, გოტოკუ საკაი, გენტნერი, ჰლუშეკი, ლეიტნერი (მაქსიმი 70), რომეუ, ჰარნიკი (სერეი 87), ტიმო ვერნერი
მწვრთნელი: ჰუბ სტევენსი
გოლები: 1:0 ფირმინო (30), 1:1 საკაი (39), 2;1 რუდი (90+2)
გაფრთხილება: შვეგლერი (9), შიპლოკი (25), ნიდერნაიერი (43), აბრაჰამი (61), გენტმერი (80)
მსაჯი: ველცი
ბურთის ფლობა: 48-52, დარტყმა: 21 (6) – 7 (3), ჯარიმა: 22-21, კუთხური: 10-2, თამაშგარე: 0-1, სეივი: 2-4
აინტრახტი-შალკე 1:0 (0:0)
აინტრახტი: ტრაპი, ჩანდლერი, მადლუნგი, ოცზიპკა, რუში, აიგნერი, ჰასებე, კიტელი (პიაზონი 46), ალექსანდრ მაიერი, შტენდერა (მედოევიჩი 88), სეფეროვიჩი (ფლუმი 90)
მწვრთნელი: თომას შააფი
შალკე: ველენროიტერი, კირხოფი, მატიპი, ჰიოვედესი, ფუხსი (სემი 82), ნასტასიჩი, უჩიდა, ბარნეტა (მაქს მაიერი 68), კევინ-პრინს ბოატენგი (პლატე 79), ჰიოგერი, ჩუპო-მოტინგი
მწვრთნელი: რობერტო დი მატეო
გოლი: 1:0 პიაზონი (64)
გაფრთხილება: კიტელი (12), ჰიოგერი (17), სეფეროვიჩი (34), რუში (61), ჰასებე (82), პიაზონი (90+2)
მსაჯი: ფრიტცი
ბურთის ფლობა: 53-47, დარტყმა: 8 (2) – 7 (5), ჯარიმა: 21-12, კუთხური: 5-5, თამაშგარე: 5-10, სეივი: 5-1