კალათბურთი

22:28 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

მესამე პერიოდის სინდრომი

საკალათბურთო სუპერლიგის მეცხრე ტურის მატჩებს გულშემატკივარი ინტერესით ელოდა. სწორედ ამ ტურისთვის მოახერხეს კლუბებმა შემადგენლობების საბოლოო დაკომპლექტება და გუშინ ქუთაისში და დღეს თბილისში ეროვნული ჩემპიონატის ოთხი, მაყურებლისთვის მიმზიდველი პაექრობა ჩატარდა.

სპორტის სასახლესა და სპორტკომპლექს “არენაში” შაბათს გამართული ორთაბრძოლების ბედი დიდწილად მესამე პერიოდებში გადაწყდა. კიდევ ერთხელ გამართლდა ცნობილი “საკალათბურთო პოსტულატი” – მესამე მეოთხედის გამარჯვებული დიდწლად მატჩსაც რომ იგებს...

ყველაზე საინტერესოდ დღის დასკვნითი შეხვედრა ჩატარდა. ლეგიონერებით გაძლიერებული “ოლიმპი” და “სოხუმი” ერთმანეთს ოლიმპელთა საშინაო არენაზე დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. საწყის ათწუთიან მომაკვეთში ანგარიშში დაწინაურებას ვერც გია კაზანჯიანის გუნდი და ვერც ვაჟა კვარაცხელიას შეგირდები ახერხებდნენ, მეორე პერიოდში კი სოხუმელები წინ გაიჭრნენ (მათ 11:0 გაქცევაც მოახერხეს) და დიდი შესვენების წინ 46:39 იგებდნენ.

მესამე მეოთხედში ოლიმპელთა შეტევებიც უფრო მწვავე გახდა, დაცვაშიც თამაში მოწესრიგდა, რასაც “სოხუმის” ნაკლებად დამაჯერებელი ასპარეზობა დაერთო და მატჩისთვის განკუთვნილი ეს ათწუთიანი მონაკვეთი მასპინძლებმა 11 ქულის სხვაობით (25:14) მოიგეს. სწორედ მესამე პერიოდიდან ამოქმედდა ეფექტურად “ოლიმპის” უკრაინელი ახალწვეული დენის ნოსკოვი. მან მეორე ტაიმში 4 სამქულიანი შეასრულა ზუსტად, ამასთან მეტად კვალიფიციურად მოქმედებდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ნოსკოვი მეცხრე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდა და ამას მშრალი სტატისტიკაც ადასტურებს – დენისის აქტივში 26 ქულასთან ერთად 8 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემაა.

ამ დაპირისპირებაში კვანძის გახსნა საფინალო სირენამდე ორიოდე წუთით ადრე მოხდა, როდესაც ფართან ლამის ეულად დარჩენილმა ბექა ბექაურმა სლემ-დანქის შესრულება განიზრახა და მეტად მნიშვნელოვანი შეტევა გააცუდა. იმ მომენტში “სოხუმი” “ოლიმპს” 4 ქულით უგებდა. არადა, ბექაურს მთლიანობაში ურიგოდ არ უთამაშია. მან განსაკუთრებით საიმედოდ დაცვაში იმოქმედა და არც 13 მოხსნაა ურიგო შედეგი, როდესაც ორივე ფართან ოლიმპელთა კიდევ ერთი ახალწვეული, ბექაურზე გაცილებით მაღალი ბალკანელი მარკო დუჯკოვიჩი მოქმედებდა.

უნდა ითქვას, რომ მთლიანობაში ოლიმპელები უფრო მოტივირებულად გამოიყურებოდნენ და საშინაო არენაზე სატურნირო თვალსაზრისით მნიშვნელოვანი მოგებაც იზეიმეს.

პრაქტიკული და გნებავთ ფსიქოლოგიური ასპექტით პრინციპული დაპირისპირება შედგა “შსსა აკადემიასა” და “რუსთავს” შორის. კოტე ტუღუშის გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და გათამაშების ცხრილში “სუფთა” მეორე ადგილზე დამკვიდრდა. აკადემიელებმა ოთხივე პერიოდი მოუგეს ქვემოქართლელებს, გადამწყვეტი კი მესამე პერიოდში მიღწეული დომინაცია გახლდათ. “შსს აკადემიას” ლეგიონერი არ ჰყავს, თუმცა მისი შემადგენლობა ძალიან ძლიერია – გუნდში 7 კალათბურთელია (გიორგი ცინცაძე, მიხეილ ბერიშვილი, რევაზ როგავა, ბექა ჩიკვილაძე, გიორგი შარაბიძე, ბექა წივწივაძე, ნიკა მეტრეველი), რომელთაც საქართველოს ეროვნული გუნდის მაისურა მოუზომავთ. აკადემიელთაგან დღეს 5 მოთამაშე გადასცდა 10 ქულიან ზღვარს, დანარჩენებიც 7-8 ქულით გამოირჩნენ, მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში კიდევ ერთხელ დაბრუნებული ნიკა მეტრეველის ასპარეზობა უნდა გამოვარჩიოთ. წინა ტურში მან წელის ტრავმის გამო ვერ ითამაშა, დღეს კი მატჩის უდავოდ საუკეთესო კალათბურთელი იყო. იტალიიდან სამშობლოში მობრუნებული ნიკა 23 ქულითა და 9 მოხსნით გამოირჩა.

ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ”. ირაკლი ხოშტარიას გუნდმა, უცხოელი გამთამაშებლითა და მეფარით გაძლიერებულ “მგზავრები-არმიას” ასევე ოთხივე პერიოდი მოუგო (მესამეში 23:8 იმარჯვა), საბოლოოდ კი მისი საქულე უპირატესობა 24-ით (79:55) გამოისახა სპორტის სასახლის ტაბლოზე.

მეათე ტურში ერთმანეთს შეხვდებიან

20 თებერვალი

“ბათუმი” – “მგზავრები-არმია”

“ქუთაისი” – “რუსთავი”

22 თებერვალი

“დინამო” – “ოლიმპი”

“სოხუმი” – “შსს აკადემია”

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე შსს აკადემია 94 - 74 რუსთავი 14.02.15, 14:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
შსს აკადემია 20 21 25 28 94
რუსთავი 16 17 19 22 74
შსს აკადემია
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
3 მიხეილ ბერიშვილი 20:34 2 3 66.7 3 3 100 0 0 0 2 5 7 2 4 0 0 0 13
4 ნიკა მეტრეველი * 30:22 9 13 69.2 1 2 50 0 0 0 4 5 9 1 2 1 0 0 21
5 რევაზ როგავა 17:04 2 2 100 1 4 25 1 2 50 2 3 5 2 1 2 0 0 8
7 ბექა ჩიკვილაძე 21:55 1 4 25 3 8 37.5 1 2 50 1 0 1 2 4 0 5 0 12
8 გიორგი ცინცაძე * 29:15 2 9 22.2 1 2 50 0 1 0 1 1 2 7 1 2 0 0 7
9 ლევან ლოლიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
10 გიორგი შარაბიძე * 24:16 4 6 66.7 0 0 0 3 3 100 3 3 6 1 0 4 0 0 11
13 ბექა წივწივაძე * 35:01 3 6 50 2 5 40 2 2 100 0 3 3 8 3 2 2 0 14
20 აკაკი ლომოური * 21:33 1 1 100 2 3 66.7 0 0 0 0 6 6 2 0 1 0 0 8
54 იოსებ ბიბილური 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
62 ბექა ნადირაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 2 3 0 0 0 0 0 0
24 44 54.55 13 27 48.15 7 10 70.00 14 28 42 25 15 12 7 0 94
რუსთავი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
5 ჰეიდენ ჰამსი * 36:54 4 8 50 2 7 28.6 0 0 0 3 8 11 4 3 1 1 0 14
7 ლევან ცეკვავა * 36:22 1 4 25 3 7 42.9 1 1 100 0 2 2 3 2 3 2 0 12
8 ტერენს ოგლზბი * 28:46 3 6 50 3 9 33.3 2 2 100 0 0 0 4 2 4 3 0 17
9 მალხაზ აბაიშვილი 20:07 0 1 0 0 2 0 0 0 0 0 1 1 3 2 3 0 0 0
10 რევაზ ჩაჩანიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
12 გიორგი ყველაშვილი 04:28 0 2 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 2 0 0 0 0
13 მიხეილ ჭოჭუა * 34:45 2 4 50 1 6 16.7 3 4 75 0 1 1 3 4 3 1 0 10
14 დავით გუგავა 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
20 ჟოლივეტ ტუჯანი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
21 აკაკი დვალიშვილი * 38:38 9 12 75 0 1 0 3 6 50 9 9 18 1 0 1 0 1 21
22 გიორგი დვალი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
6 თორნიკე ქიტოშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
0 2 2 0 0 0 0 0 0
19 37 51.35 9 32 28.12 9 13 69.23 12 23 35 18 15 15 7 1 74
დასაბეჭდი ვერსია

მსაჯები: მაკა კუპატაძე, დავით ბერეკაშვილი, ირაკლი ბერიშვილი;

კომისარი: მერაბ რატიშვილი

ქ. თბილისი, სპორტის სასახლე მგზავრები-არმია 55 - 79 დინამო 14.02.15, 16:00
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
მგზავრები-არმია 15 15 8 17 55
დინამო 18 16 23 22 79
მგზავრები-არმია
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 ირაკლი გულისაბედაშვილი 03:38 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
5 იოსებ ლეჟავა * 19:55 1 3 33.3 0 1 0 1 1 100 0 4 4 2 3 2 1 0 3
6 ტატო ჩაჩიბაია * 20:11 1 1 100 0 2 0 1 2 50 1 3 4 0 2 2 2 0 3
7 დავით მაისურაძე 12:14 0 3 0 0 0 0 0 0 0 0 2 2 1 0 2 0 1 0
8 მერაბ ბოქოლიშვილი * 36:47 6 12 50 0 2 0 2 2 100 2 1 3 3 0 3 1 0 14
10 ილია შიოლაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
11 ლუკა ზაქრაძე 20:05 0 0 0 0 2 0 2 2 100 0 2 2 3 3 3 1 1 2
13 რევაზ ათანელიშვილი * 26:02 5 7 71.4 0 1 0 2 7 28.6 2 4 6 0 4 4 0 0 12
23 კახაბერ ჯინჭარაძე 06:30 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 4 0 0 0 0
77 სანდრო სანაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
3 ჯექსონ ტამირ რაჰიმი 28:25 1 2 50 2 5 40 0 2 0 1 1 2 2 2 4 2 0 8
16 ადრიკ მაკკინი * 26:13 6 17 35.3 0 0 0 1 4 25 4 11 15 0 4 3 0 0 13
1 2 3 0 0 0 0 0 0
20 45 44.44 2 13 15.38 9 20 45.00 11 30 41 11 22 23 7 2 55
დინამო
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
4 გიორგი გამყრელიძე * 31:29 3 10 30 0 1 0 2 4 50 0 4 4 6 4 0 0 0 8
5 თეიმურაზ თავამაიშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
7 ბესიკ ლეჟავა * 29:50 3 7 42.9 3 7 42.9 2 3 66.7 0 2 2 2 1 2 3 0 17
8 გიორგი ვახანია 04:13 0 1 0 0 0 0 0 1 0 2 3 5 1 1 1 1 0 0
9 ილია ლონდარიძე * 25:55 3 13 23.1 0 0 0 2 2 100 3 8 11 1 4 3 3 2 8
10 მარკო პოპოვიჩი * 30:18 3 4 75 2 4 50 3 4 75 0 2 2 3 0 1 2 0 15
11 რევაზ დიდია 17:19 1 3 33.3 0 0 0 2 2 100 2 0 2 0 1 1 1 0 4
13 რიჩარდ მათიაშვილი 13:51 1 2 50 0 0 0 0 1 0 0 4 4 0 4 0 0 1 2
20 გიორგი ორმოცაძე 07:52 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 1 1 0 0 0 0
33 გარიკ შერმანი * 24:27 11 18 61.1 0 0 0 1 2 50 7 7 14 1 4 3 2 0 23
35 ვიქტორ კოღუაშვილი 02:52 0 0 0 0 1 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
55 თეიმურაზ ბაბუნაშვილი 11:54 1 1 100 0 1 0 0 0 0 1 0 1 1 1 0 0 0 2
1 1 2 0 0 0 1 0 0
26 60 43.33 5 14 35.71 12 19 63.16 16 32 48 16 21 12 12 3 79
ქ. თბილისი, სპორტკომპლექსი არენა ოლიმპი 87 - 82 სოხუმი 14.02.15, 18:30
გუნდი 1 2 3 4 ჯამ
ოლიმპი 22 17 25 23 87
სოხუმი 22 24 14 22 82
ოლიმპი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
0 გიორგი გუგეშაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
1 ლერი კვანტალიანი 17:06 5 6 83.3 0 0 0 0 0 0 2 2 4 2 2 0 0 0 10
3 საბა ლობჟანიძე 08:14 2 3 66.7 1 3 33.3 0 0 0 0 1 1 0 0 0 1 0 7
4 ნუგზარ აბულაძე * 25:36 5 7 71.4 0 5 0 0 0 0 0 2 2 1 1 3 5 0 10
5 კოკა ტომარაძე 23:49 1 4 25 3 7 42.9 0 0 0 1 3 4 3 1 1 0 0 11
6 გეგი ბაქრაძე 04:52 0 0 0 0 0 0 1 2 50 1 0 1 1 2 0 0 0 1
8 კახა ტომარაძე * 17:44 2 2 100 1 5 20 1 3 33.3 0 2 2 2 1 1 1 0 8
9 ნოდარ გოგოძე * 22:25 1 3 33.3 0 7 0 2 2 100 2 4 6 7 2 5 2 1 4
12 მერაბ მირზიაშვილი 01:18 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 1 0 1 0 0 1 0
26 მარკო დუიკოვიჩი * 33:05 2 2 100 0 0 0 3 8 37.5 2 9 11 2 4 6 2 3 7
41 გიორგი ცირეკიძე * 16:51 0 2 0 1 1 100 0 0 0 1 1 2 1 3 0 0 0 3
55 დენის ნოსკოვი 29:00 5 8 62.5 4 10 40 4 6 66.7 1 7 8 6 4 0 1 0 26
გიორგი გუგეშაშვილი 1 2 3 0 0 0 0 0 0
23 37 62.16 10 38 26.32 11 21 52.38 11 34 45 25 21 16 12 5 87
სოხუმი
წუთ 2–ქულიანი 3–ქულიანი საჯარიმოები მოხსნები პას ჯარ დაკ ჩაჭ დაფ ქულ
% % % ჯამ
1 დარიუს გილმორი * 31:56 1 4 25 2 4 50 2 2 100 1 2 3 2 3 6 0 0 10
4 მიხეილ ჩიტაშვილი 03:04 0 1 0 0 0 0 0 0 0 1 1 2 0 1 1 0 0 0
7 ირაკლი ჩლაიძე * 34:00 5 14 35.7 4 10 40 1 1 100 0 2 2 4 4 1 1 0 23
8 გიორგი კვეტენაძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
9 დიმიტრი დვალიშვილი 01:29 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 0
11 გრიგოლ შვანგირაძე 29:13 0 0 0 3 7 42.9 0 0 0 0 2 2 1 4 1 1 0 9
13 ვატო ბააკაშვილი 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
14 გიორგი რევაზაშვილი 13:23 3 3 100 0 0 0 2 3 66.7 2 3 5 0 3 2 0 0 8
21 გიორგი ფერიაშვილი * 15:33 3 4 75 0 0 0 0 0 0 1 3 4 0 5 0 0 1 6
22 დავით დეკანოიძე 00:00 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0 0
23 პელე პეილეი * 34:09 7 13 53.8 2 5 40 4 9 44.4 1 3 4 5 1 2 3 0 24
33 ბექა ბექაური * 37:13 1 5 20 0 4 0 0 0 0 5 8 13 2 2 1 2 1 2
0 7 7 0 0 0 1 0 0
20 44 45.45 11 30 36.67 9 15 60.00 11 31 42 14 24 15 7 2 82
1 დინამო 9 8 / 1 741 / 611 17
2 შსს აკადემია 9 7 / 2 725 / 660 16
3 რუსთავი 9 6 / 3 739 / 695 15
4 ქუთაისი 9 6 / 3 686 / 667 15
5 ბათუმი 9 4 / 5 693 / 698 13
6 ოლიმპი 9 3 / 6 710 / 748 12
7 სოხუმი 9 1 / 8 685 / 789 10
8 მგზავრები-არმია 9 1 / 8 591 / 702 10

0.3546