კატალონიის “ბარსელონას” ბრაზილიელ მცველ დანი ალვეშს კარიერის გაგრძელება ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” სურს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იუწყება.
სამხრეთამერიკელ ფეხბურთელს, რომელსაც კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლოს უმთავრდება, თავისი თანამემამულეების, ტიაგო სილვას, დავიდ ლუიზის და მაქსველის გვერდით თამაში უნდა.
დანი ალვეში “ბარსელონაში” 2008 წლიდან მოყოლებული ირიცხება. ესპანურ ლა ლიგაში დღემდე გუნდის ღირსება 205-ჯერ დაიცვა და მეტოქეთა კარში 14 გოლიც გაიტანა.