იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ნაკრებიდან მისი შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ცნობა უარყო.
“არასდროს მიფიქრია ნაკრების დატოვება. ეს თემა ამ ეტაპზე დახურულია”, - განაცხადა კონტემ სანრემოს ფესტივალზე ყოფნისას.
ბოლო პერიოდში კონტე უკმაყოფილო იყო იტალიის ფეხბურთის ფედერაციის მიღებული გადაწყვეტილებებით, თუმცა პრეზიდენტ კარლო ტავეკიოსთან შეხვედრის შემდეგ, როგორც ჩანს ყველაფერი მოგვარდა.