ფეხბურთი

12:26 | 14.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტური ცენტრალური მატჩის გარეშე

იტალიის სერია A-ში ამ უიქ-ენდზე XXIII ტურის შეხვედრები გაიმართება. ტურში გამორჩეულად საინტერესო მატჩი არაა, მაგრამ რამდენიმე დაპირისპირება გულშემატკივართა ინტერესის ნაკლებობას მაინც არ უჩივის. პალერმოში ადგილობრივი გუნდი “ნაპოლის” დაუხვდება, ლიდერი “იუვენტუსი” აუტსაიდერ “ჩეზენას” ეწვევა, ხოლო დედაქალაქური “რომა” ლამის უკვე გავარდნილ “პარმას” უმასპინძლებს.

“სასუოლო” – “ფიორენტინა”

თარიღი: 14 თებერვალი, 21:00 საათი

ადგილი: რეჯიო ემილია, “მაპეი სტედიუმი”

23-ე ტური სტარტს რეჯიო ემილიაში აიღებს. წლეულს მიმზიდველად მოასპარეზე მოკრძალებული “სასუოლო” ფლორენციის” ფიორენტინას” მასპინძელი იქნება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი მისთვის შეუფერებლად კარგ სეზონს ატარებს. წინა ტურთან შედარებით “ნეროვერდის” გუნდის ლიდერები, შემტევი სამეული სანსონე-ძაძა-ბერარდი უბრუნდება, რომელთაც დისკვალფიკაცია მოიხადეს. ბოლო პერიოდში თავისი თამაში “ფიორენტინამაც” იპოვა. ვინჩენცო მონტელას გუნდი მეოთხე ადგილამდე აღზევდა. ფლორენციელები წარმატებული თამაშის გაგრძელებას “მაპეი სთედიუმზეც” გეგმავენ და წესითა და რიგით შეხვედრაც კარგი საყურებელი უნდა გამოვიდეს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; გაცოლა, კანავარო, აჩერბი, ლონგი; ბიონდინი, მანიანელი, ბრიგი; ბერარდი, ძაძა, სანსონე

“ფიორენტინა” (4-3-2-1): ტატარუშანუ; რიჩარდსი, სავიჩი, როდრიგესი, ალონსო; აკვილანი, პიზარო, მატი ფერნანდესი; დიამანტი, სალაჰი; ბაბაქარი

მსაჯი: დოვერი

“პალერმო” – “ნაპოლი”

თარიღი: 14 თებერვალი, 23:45 წუთი

ადგილი: პალერმო, “რენცო ბარბერა”

დღის მეორე მატჩი ტურში ერთ-ერთი გამორჩეულია. “პალერმოცა” და “ნაპოლიც” კალჩოში ერთ-ერთ ყველაზე შემტევ ფეხბურთს ქადაგებენ. კუნძულელები ევროზონის სიახლოვეს ტრიალებენ, რასაც სეზონის სტარტზე ყველაზე ოპტიმისტი პალერმოელიც კი ვერ წარმოიდგენდა. გუნდის წარმატებული თამაში დიდწილადაა დამოკიდებული არგენტინელ შემტევებზე, ფრანკო ვასკესისა და პაულო დიბალას წარმატებულ თამაშზე დამოკიდებული. 2015 წელს, ჩინებულად გამოიყურება “ნაპოლიც”. რაფაელ ბენიტესის გუნდმა მიჯრით 4 მატჩი მოიგო და მესამე პოზიციაზე დამაჯერებლად წამოსკუპდა, მეტიც, “აძურის” მეორე ადგილზე გადასვლის ამბიციებიც კი გაუჩნდა. “რომასთნ” ჩამორჩენა დღეისათვის მხოლოდ ოთხ ქულას შეადგენს და ნეაპოლელები ალბათ ძალ-ღონეს არ დაიშურებენ სატურნირო ცხრილში დაწინაურებისთვის.

სავარაუდო შემადგენლობები:

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ანდელკოვიჩი, ტერცი, დაპრელა; მორგანელა, რიგონი, იაიალო, ბარეტო, ლაზაარი; ვასკესი, დიბალა

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი; გარგანო, ლოპესი; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი; იგუაინი

მსაჯი: მაცოლენი

“მილანი” – “ემპოლი”

თარიღი: 15 თებერვალი, 15:30 წუთი

ადგილი: მილანი, “სან სირო”

კვირის სათამაშო დღის პირველ შეხვედრაში “მილანი” ლევან მჭედლიძის “ემპოლის” დაუხვდება. “როსონერი” რომ შავ დღეშია არახალი ამბავია. გუნდი ნელ-ნელა სატურნირო ცხრილში დაწინაურების ნაცვლად პოზიციებს თმობს და ამ დროისთვის მე-11 ადგილამდეა დაშვებული. ფილიპო ინძაგის გუნდის თამაშის ხარისხის და შესაბამისად შედეგის გაუმჯობესება სწრაფად მართებს, თორემ ვინძლო სულ მალე კარისკენაც მიუთითონ. რაც შეეხება “ემპოლის”. ტოსკანელებმა წინა ტურში მოიგეს და ამით 9 მატჩიანი წარუმატეებლი სერია შეწყვიტეს. უნდა აღინიშნოს, რომ მაურიციო სარის გუნდის ძალზე გამართულ და მწყობრ ფეხბურთს თამაშობს. უკვე ტრადიციად იქცა, რომ გუნდის ქართველი შემტევი მჭედლიძე მატჩს თადარიგიდან დაიწყებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მილანი” (4-2-3-1): დიეგო ლოპესი; რამი, პალეტა, ალექსი, ანტონელი; დე იონგი, პოლი; ჰონდა, მენეზი, ბონავენტურა; დესტრო

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ვესინო, ვალდფიორი, კროჩე; ვერდი; მაკარონე, პუჩიარელი

მსაჯი: ვალერი

“ატალანტა” – “ინტერი”

თარიღი: 15 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: ბერგამო, “ატლეტი აძური”

“მილანისა” არ იყოს, საშინელ სეზონს ატარებს მისივე თანაქალაქელი “ინტერი”. “ნერაძური” მე-10 ადგილზეა. სეზონის მიმდინარეობისას რობერტო მანჩინიმ ვალტერ მაცარი ჩაანაცვლა, მაგრამ მესამე თვეა ამას დიდად შედეგი არ გამოუღია. ბოლო ტურში “ინტერნაცინალემ”, როგორც იქნა მოიგო და სიცილიური პალერმო გაანადგურა, თუმცა არავინ იცის, ეს მილანელების კრიზის დასასრული იყო თუ უბრალოდ ერთი მოგებული მატჩი. “ინტერის” მეტოქე კი აუტსაიდერთა წარმომადგენელი “ატალანტაა”. სტეფანო კოლანტუონოს გუნდი მეტწილად ქულებს საკუთარ “ატლეტი აძურიზე” აგროვებს და წესით ადვილად არც “ინტერთან” უნდა დათმონ რაიმე.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; ბელინი, სტენდარდო, ბენალუანე, მაზიელო; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, გომესი; მორალესი, პინილია

“ინტერი” (4-3-1-2): ჰანდანოვიჩი; კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი, სანტონი; გუარინი, მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი; პოდოლსკი, იკარდი

მსაჯი: ბანტი

“ჯენოა” – “ვერონა”

თარიღი: 15 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: გენუა, “ლუიჯი ფერარისი”

გენუაში “ჯენოა” “ჰელას ვერონას” მასპინძლობს. ჯამპიერო გასპერინის გუნდმა ბოლო ტურში “ლაციო” მისსავე მოედანზე დაამარცხა და ამით ხანგრძლივი მოუგებელი სეირა შეწყვიტა. გარდა ამისა, ევროპის ლიგის ზონას კიდევ უფრო დაუხლოვდა. ერთი სიტყვით, “როსობლუ” კარგ ხასიათზეა. რასაც ვერ ვიტვყით მის მოწინააღმდეგეზე. ანდრეა მანდორლინის გუნდი სერია ა-ში ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ და უსახურ ფეხბურთს აჩვენებს. გასავარდნი ზონაც შორს არაა, თუმცა ჯერჯერობით საგანგაშოც ბევრი არაფერია.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო; რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ედენილსონი; იაგო ფალკე, ნიანგი, პეროტი

“ვერონა” (3-5-2): ბენუსი, მორასი, მარკესი, მარკეში; პიზანო, გრეკო, ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი, ბრივიო; სავიოლა, ტონი

მსაჯი: დამატო

“რომა” – “პარმა”

თარიღი: 15 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

ჩემპიონობის მაძიებელი “რომა” ღრმა აუტსაიდერ “პარმას” მიიღებს. დედაქალაქური გუნდი ლიდერს 7 ქულით ჩამორჩება და უკან დასახევი გზა ფაქტობრივად მოჭრილი აქვს. რუდი გარსიას შეგირდები გასაკვირი არაა, რომ ამ მატჩის უპირობო ფავორიტებად ითვლებიან. “მგლებს” აფრიკის თასიდან დაბრუნებული ლიდერი ჟერვინიო უბრუნდებათ, ამასთან სეიდუ დუმბიას დებიუტსაც ამ მატჩში ელიან. აღსანიშნავია, რომ ბოლოს რომაელებმა “პარმასთან” საკუთარ მოედანზე შორეულ 1997 წელს წააგეს. რაც შეეხება რობერტო დონადონის “პარმას” – გუნდი გარდა იმისა, რომ ქულებს ვერაფრის დიდებით აგროვებს, ფინანსურ კრიზისშიც იმყოფება. ბოლო სამ თვეში “ჯალობლუს” მფლობელი მეორედ შეეცვალა. გუნდს ფეხბურთელების მიმართ სახელფასო დავალიანებებიც აქვს გასასტუმრებელი. ერთი სიტყვით, “პარმას” ქვედა ლიგაში არგავარდნა მხოლოდ სასწაულის სფეროსღა თუ განეკუთვნება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; მაიკონი, მანოლასი, ასტორი, კოული; პარედესი, კეიტა, ნაინგოლანი; ჟერვინიო, ლიაიჩი, ვერდე

“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი, სანტაკროჩე, ლუკარელი, ფედალი; მაური, ლოდი, ნოჩერინო; ვარელა, პალადინო, როდრიგესი

მსაჯი: ჯაკომელი

“ტორინო” – “კალიარი”

თარიღი: 15 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: ტურინი, “ოლიმპიკო”

ბოლო დროს შესანიშნავ ფორმაში მყოფი “ტორინო” აუტსაიდერ “კალიარის” უმასპინძლებს. ჯამპიერო ვენტურას გუნდი მართლაც, რომ ფანტასტიურ ფორმაში შევიდა. “ტორომ” ბოლო ოთხი შეხვედრა მოიგო და მეტოქეთა კარი 12-ჯერ დალაშქრა. ამ გამარჯვებების წყალობით ცხრილის უკანა ნაწილში მყოფი უკვე მე-8 პოზიციამდე ამაღლდა. ტურინელები ამ შეხვედრის ფავორიტადაც მიიჩნევიან, რაც მათი სათამაშო ფორმიდან გამომდინარე გასაკვირი სულაც არაა. თავის მხრივ, “კალიარი” გასავარდნ ზონაშია. ჯანფრანკო ძოლას გუნდმა ბოლო ორი მატჩი დათმო და ახლა გონს მოსვლა მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვედა ლიგა რეალობას დაემსგავსება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; პერესი, ბენასი, გაცი, ფარნერუდი, დარმიანი; მარტინესი, კვალიარელა

“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; გონსალესი, როსეტინი, კაპუანო, აველარი; დონსა, კონტი, დესენა; ეკდალი, ჟოაო პედრო, მპოკუ

მსაჯი: კალვარეზე

“უდინეზე” – “ლაციო”

თარიღი: 15 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: უდინე, “ფრიული”

უდინეში ადგილობრივ გუნდთან სათამაშოდ რომის “ლაციო” ჩავა. ფრიულური გუნდი სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება და თავს ძალზე მშვიდად გრძნობს. სამაგიეროდ, არეულობაა “ლაციალეს” ბანაკში. ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მეოცნებე გუნდმა ზედიზედ ორ შეხვედრა წააგო და მესამე ადგილს დაშორდა. ბოლო ტურში რომაელები “ჯენოასთან” დამარცხდნენ, თამაშის შემდეგ კი გუნდის ხელმძღვანელობა შეხვედრის არბიტრის მოქმედებებით უკმაყოფილონი იყვნენ. “ბიამკოჩელესტეს” გონზე მოსვლა მალევე მართებს, თუ არადა ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ხელის დაქნევა ოფიციალურადაც მოუწევს.

სავარაუდო შემადგენლობები:

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; ჰეტრო, დანილო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, ბადუ, გაბრიელ სილვა; დი ნატალე, ტერო

“ლაციო” (4-3-3): ბერიშა; ბასტა, დე ვრეი, მაურისიო, რადუ; კატალდი, ბილია, პაროლო; კეიტა, კლოზე, ანდერსონი

მსაჯი: მასა

“კიევო” – “სამპდორია”

თარიღი: 15 თებერვალი, 18:00 საათი

ადგილი: ვერონა, “ბენტეგოდი”

გასავარდნი ზონის ერთ-ერთი მეზობელი ვერონას “კიევო” შინ გენუის “სამპდორიას” დაუპირისპირდება. როლანდო მარანის გუნდს საშიში ზონისგან ორი ქულა აშორებს. გუნდმა შუა კვირაში, გადადებულ მატჩში “პარმა” მისსავე მოედანზე დაამარცხა. სინიშა მიხაილოვიჩის “სამპდორია” კი ნელ-ნელა პოზიციებს თმობს. ყოვეშემთხვევაში ბოლო ორ ტურში გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა და სანუკვარ მესამე პოზიციას 7 ქულით დაცილდა. და მაინც, მიმდინარე სეზონში “სამპა” “იუვეს” და “რომას” შემდეგ ყველაზე ძნელად დასამარცხებელი გუნდია.

სავარაუდო შემადგენლობები:

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, დაინელი, გამბერინი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, იცკო, ჰეტემაი, ბირსა; პელისიერი, პალოსკი

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; ვჟოლეკი, სილვესტრე, რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო, დანკანი; კორეა; ეტო’ო ბერგესიო

მსაჯი: პერუცო

“ჩეზენა” – “იუვენტუსი”

თარიღი: 15 თებერვალი, 23:45 წუთი

ადგილი: ჩეზენა, “დინო მანუცი”

23-ე ტური ჩეზენაში დასრულდება. ადგილობრივ გუნდს მოქმედი ჩემპიონი და ერთპიროვნული ლიდერი ესტუმრება. მასპინძლების მდგომარეობა მძიმეა. დომენიკო დი კარლოს გუნდს სამშვიდობოს 6 ქულა აშორებს, რაც დაძლევადია, მაგრამ “ჩეზენას” თამაშის ხარისხი ბევრ კითხვებს ბადებს. ქულების აღების დიდი იმედი მათ წესით ამ ტურში არ უნდა ჰქონდეთ. “იუვენტუსი” ჩინებულ ფორმაშია და მდევარს 7 ქულით უსწრებს. ჩემპიონთა ლიგის განახლებამდე კი მაქს ალეგრი იმედოვნებს, რომ “რომასთან” სხვაობას თუ ვერ გაზრდის, შეინარჩუნებს მაინც... “ბებერ ქალბატონს” ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი კარლოს ტევესი დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; პერიკო, კაპელი, ლუკინი, მაგნუსონი; ჯორჯი, დე ფეუდისი, ზე ედუარდო; ბრიენცა; დეფრელი, ჯურიჩი

“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; ლიხშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა; ვიდალი, მარკიზიო, პოგბა; პერეირა; მორატა, ლორენტე

მსაჯი: რუსო

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1718