ესპანეთის ეროვნული ნაკრების მცველი ხერარდ პიკე კარიერის დასრულებას არა რომელიმე სხვა გუნდში არამედ კატალონიის “ბარსელონაში” აპირებს. აღნიშნული ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა დაადასტურა.
“დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ კარიერის ბოლომდე “ბარსელონაში” ვიქნები. სხვა რომელიმე კლუბში არ ვითამაშებ.” – განაცხადა პიკემ.
ესპანელმა ფეხბურთელმა პროფესიონალურ დონეზე თამაში “მანჩესტერ იუნაიტედში” 2004 წელს დაიწყო. ფეხბურთელი “ბარსელონაში” 2008 წლის ზაფხულში გადავიდა და მისი კარიერა წარმატებით განვითარდა. ევროპული მედია პიკეს და “მანჩესტერს” ხშირად უკავშირებს, მაგრამ თავად მცველი “ბლაუგრანას” ერთგულად რჩება.