ფეხბურთი

14:03 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

აზარი კვირაში 200 ათასს მიიღებს

Daily Mail-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსი” 24 წლის ბელგიელ შემტევ ნახევარმცველს ედენ აზარს, ახალი კონტრაქტის თანახმად, კვირაში 200 ათას გირვანქა სტერლინგს გადაუხდის.

ხუთშაბათს აზარმა “ჩელსისთან” ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ამ დროის განმავლობაში ფეხბურთელი 57 მილიონ ფუნტს გამოიმუშავებს.

აზარი ლონდონელთა ღირსებას 2012 წლიდან იცავს. ბელგიელმა “ჩელსის” შემადგენლობაში 94 მატჩი ჩაატარა და 32 გოლი გაიტანა.

0.119615