ფეხბურთი

12:53 | 13.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბასტია” 35 000 ევროთი დააჯარიმეს

საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის სადისციპლინო კომიტეტმა საფეხბურთო კლუბი “ბასტია” კომპანია “ყატარის” საწინააღმდეგო ბანერის გამოფენის გამო 35 000 ევროთი დააჯარიმა.

ლიგა 1-ის მე-20 ტურში, ფურიანში გამართულ შეხვედრაში, “ბასტიამ” “პარი სენ ჟერმენი” 0:2 ჩამორჩენის შემდეგ სენსაციურად 4:2 გაანადგურა და სამი ქულა მოიპოვა. აღნიშნულ მატჩში მასპინძლების გულშემატკივრებმა ტრიბუნაზე პსჟ-ს დამფინანსებლი საავიაციო კომპანიის საწინააღმდეგო ბანერი გამოფინა, რომელზეც ეწერა: “ყატარი პსჟ-ს აფინანსებს... და ტერორიზმს.”

ლიგა ერთის სადისციპლინო კომიტეტმა აღნიშნული ბანერი პარიზული კლუბის საწინააღმდეგოდ მიიჩნია და ფურიანული კლუბი დასაჯა.

0.135904