მადრიდის “რეალის” გერმანელი ნახევარმცველი სამი ხედირა, მიუნხენის “ბაიერნში” არ გადავა. ამის შესახებ მიუნხენელთა ესპანელმა დამრიგებელმა პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
“ბაიერნის” ინტერესთა სფეროში სამი ხედირას შეძენა არ შედის”, - განაცხადა გვარდიოლამ.
იქიდან გამომდინარე, რომ გერმანელ ფეხბურთელს “რეალთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და არც ხელშეკრულების გახანგრძლივებას ჩქარობს, მის სახელს აქტიურად უკავშირებდნენ “ბაიერნს”. თუმცა, გვარდიოლას სიტყვების შემდეგ ეს ვარიანტი გამოირიცხა და ახლა სამი ხედირას მიმართ ინტერესს 2 გერმანული კლუბი “დორტმუნდი” და “ვოლფსბურგი” იჩენს.