მოლდოვის საფეხბურთო ნაციონალ დივიზიის (უმაღლესი ლიგა) ლიდერმა კიშინიოვის “დაჩიამ”, რომელსაც მიმდინარე ზამთარში თავდამსხმელები ჯაბა დვალი და დავით სირაძე შეემატნენ, თურქულ შეკრებაზე ამხანაგური მატჩი რუსეთის პრემიერლიგის “როსტოვთან” 0:1 წააგო. ორივე ქართველი კიშინიოველთა სასტარტო შემადგენლობაში იყო. ცოტა ხნის წინ, “როსტოვში” ფორვარდი ნიკა კაჭარავა ისინჯებოდა, რომელიც კარიერას კვლავ “ცხინვალში” გააგრძელებს.
რუსეთის პირველი დივიზიონის თასზე თურქეთში “ტოსნომ” იაროსლავლის “შინიკთან” 0:1 წააგო. “ტოსნოს” სასტარტოში თავდამსხმელმა ოთარ მარცვალაძემ, მცველებმა გიორგი ნავალოვსკიმ და გურამ თეთრაშვილმა ითამაშეს. მეკარე ნუკრი რევიშვილმა 2 ტაიმი სათადარიგოებში გაატარა.