ფეხბურთი

15:57 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “რონალდუ გუნდის ნამდვილი ლიდერია”

მადრიდის “რეალის” იტალიელმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ, A Bola-სთან საუბარში “სამეფო კლუბის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ შეაქო და განაცხადა, რომ ის “რეალის” ნამდვილი ლიდერია”.

“რონალდუ უნიკალური ხასიათით და თვისებებით გამოირჩევა. ის გასახდელში და წვრთნის პროცესში ბევრს ელაპარაკება მის თანაგუნდელებს განსაკუთრებით ახალგაზრდებს და აძლევს რჩევებს, რის გამოც ის გუნდის ნამდვილი ლიდერია. ვფიქრობ, მისი დონის ფეხბურთელის პოვნა თანამედროვე ფეხბურთში რთულია“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

კრიშტიანუ რონალდუს მიმდინარე პრიმერა დივიზიონის გათამაშებაში მადრიდელთა მაისურით 19 შეხვედრა ჩაატარა და 28 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101813