ფეხბურთი

12:31 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რივერმა” რეკოპა სუდამერიკანა მოიგო

ბუენოს აირესის “რივერ პლეიტი” რეკოპა სუდამიერიკანას თასის (სამხრეთ ამერიკის სუპერთასი) მფლობელია. “რივერმა” ორრაუნდიან ფინალურ დაპირისპირებაში ასევე არგენტინის “სან ლორენცო” დაამარცხა. დედაქალაქელებს პირველი შეხვედრა შინ 1:0 ჰქონდათ მოგებული და დღეს გამთენიისას სტუმრადაც ანალოგიური ანგარიშით იმძლავრეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი კარლოს სანჩესმა გაიტანა.

“რივერ პლეიტმა” აღნიშნული ტურნირი ისტორიაში მეორედ მოიგო.

0.068175