ფეხბურთი

11:42 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ედინსონ კავანი შესაძლოა იტალიაში დაბრუნდეს

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ურუგვაელი თავდამსხმელის ედინსონ კავანის შეძენას ეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტი” ავრცელებს.

ფრანგები ფეხბურთელის სანაცვლოდ 55 მილიონ ევროს ითხოვენ, იტალიელები კი სამხრეთამერიკელში 10 მილიონით ნაკლების გაღებას გეგმავენ. კავანის გამო, ტურინელები ესპანელ ფორვარდებთან ალვარო მორატასთან და ფერნანდო ლორენტესთან დამშვიდობებას აპირებენ.

ედინსონ კავანიმ სახელი სწორედ იტალიაში თამაშით გაითქვა, როცა ჯერ სიცილიის “პალერმოს”, ხოლო შემდგომ “ნაპოლის” ღირსებას იცავდა.

0.117182