ჩოგბურთი

11:29 | 12.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნადალი ბრაზილიაში ემზადება

მსოფლიო რეიტინგსიის მესამე ნომერი რაფა ნადალი ბრაზილიაში ჩავიდა და რიო დე ჟანეიროსა და ბუენოს აირესის ტურნირებისთვის დასავლეთ ნახევარსფეროში ემზადება. რაფას ტელეარხ IB3-ს ჟურნალისტი გაესაუბრა.

“მალიორკაში ვვარჯიშობდი, მაგრამ ჩემ სამშობლოში აცივდა და ამიტომაც წვრთნის ბრაზილიაში გაგრძელება გადავწყვიტე. აქ ვარჯიში სათამაშო რიტმის დაბრუნებაში მეხმარება და დამაჯერებლობასაც მმატებს. გრუნტზე ხშირად ვაღწევ წარმატებას, ამიტომაც ბრაზილიაში დაბრუნება მახარებს”, - ამბობს რაფა და დასძენს: “გასულ სეზონში ბუენოს აირესში ტრავმის გამო ვერ ვიასპარეზე. სამხრეთამერიკული ტურნირები ინდიან უელსისა და მაიამის მეტად პრესტიჟული შეჯიბრებებისთვის სათანადოდ მომზადებაში დიდ სამსახურს გამიწევს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115251