ფეხბურთი

23:13 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“პარმა” ბეწვის ხიდზე

დღეს, იტალიის სერია A-ს XXII ტურის ერთი გადადებული შეხვედრა გაიმართა. პარმაში ერთმანეთს ჩემპიონატის ორი აუტსაიდერი, ადგილობრივი “პარმა” და ვერონას “კიევო” დაუპირისპირდნენ.

როგორც ჩანს ერთ დროს მძლავრ “პარმას” მომავალი სეზონიდან იტალიურ ელიტაში ვეღარ ვიხილავთ. ყოველშემთხევაში რობერტო დონადონის გუნდის მდგომარეობა უმძიმესია და ეს არამარტო სატურნირო ცხრილის, არამედ გუნდის შიდა ატმოსფეროდანაც ჩანს. ემილიელებს ბოლო ორი თვის განმავლობაში მეპატრონე მეორედ შეეცვალათ. ამჯერად პარმეზანელები კონკურენტ “კიევოსთან” საკუთარ მოედანზე დამარცხდა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ერვინ ძუკანოვიჩმა მეორე ტაიმის დასაწყისში საჯარიმო დარტყმით გაიტანა და “მფრინავ ვირებს” სამი ქულა მოუტანა. ამ გამარჯვებით “კიევომ” გასავარდნ ზონას თავი დააღწია, “პარმა” კი იმავე “კიევოს” უკვე მთელი 12 ქულით ჩამორჩა.

სერია A-ს 22-ე ტურის ათ შეხვედრაში 27 გოლი გავიდა. 5 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 4 სტუმრებმა, ხო ერთიც ფრედ დასრულდა.

“პარმა” – “კიევო” 0:1 (0:0)

პარმა, “ენიო ტარდინი”

მაყურებელი: 13.000

“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი (მაური 59), ლუკარელი, სანტაკროჩე, ფედალი; გალოპა, ნოჩერინო, მარიგა (ბელფოდილი 70); ვარელა, პალადინო, როდრიგესი

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი, გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, რადოვანოვიჩი (ბირსა 87), იცკო, ჰეტემაი; პალოსკი (ბოტა 46), პელისიერი (მეჯორინი 72)

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლი: 0:1 ძუკანოვიჩი (54)

გაფრთხილება: ფედალი (16), გალოპა (26, 31), სანტაკროჩე (36), ნოჩერინო (68) – პალოსკი (45), ფრეი (50), რადოვანოვიჩი (71)

გაძევება: გალოპა (31)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (2) – 12 (4) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 5:3 გაძევება: 1:0

მსაჯი: ჯანლუკა როკი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11.

0.112668