“მილანის” თავდამსხმელი სტეფან ელ შაარავი აცხადებს, რომ მას და მის თანაგუნდელებს მთავარი მწვრთნელის, ფილიპო ინძაგის კვლავ სწამთ.
“ინძაგი, ისევე, როგორც ფეხბურთელები, “მილანში” სრულად იხარჯება. ფილიპო შესანიშნავი მწვრთნელი და ბრწყინვალე ადამიანია. მწვრთნელის გვჯერა და მას მხარს ვუჭერთ.
გუნდს რთული დრო უდგას, მაგრამ საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ.” – განაცხადა ელ შაარავიმ.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს 22 ტურის შემდეგ, 29 ქულით, “მილანი” მე-11 ადგილს იკავებს და ევროპის ლიგის ზონას 6 ქულით ჩამორჩება.