ფეხბურთი

22:22 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” დე იონგით დაინტერესდა

Tuttojuve.com-ის ცნობით, ტურინის “იუვენტუსმა” “მილანის” ჰოლანდიელი ნახევარმცველი ნაიჯელ დე იონგი მიზანში ამოიღო.

“იუვენტუსი” დე იონგის გადაბირებას ზაფხულში აპირებს. 30 წლის ჰოლანდიელს “მილანთან” სეზონის ბოლოს კონტრაქტის ვადა ეწურება. წყაროს ცნობით, არც კლუბს და არც ფეხბურთელს არ სურთ ხელშეკრულების გახანგრძლივება.

დე იონგი “მილანში” 2012 წლიდან ირიცხება, ჰოლანდიელმა იტალიური კლუბის მაისურით 60 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

0.115261