ფეხბურთი

20:08 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

შურლე: “ლევერკუზენის” წინააღმდეგ თამაში, ჩემთვის ჩვეულებრივია”

“ვოლფსბურგის” ახალწვეულმა ანდრე შურლემ “ლევერკუზენთან” შაბათს გასამართი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა.

“ბედნიერი ვარ, რომ “ლევერკუზენში” ვთამაშობდი, ამ კლუბში ბევრი კარგი წუთი მაქვს გატარებული. მაგრამ ეს მატჩი ჩემთვის ჩვეულებრივი იქნება. ახლა “ვოლფსბურგში” ვთამაშობ და ვეცდები გუნდს 3 ქულა მოვუტანო”, - შურლეს სიტყვებს “ბილდი” ციტირებს.

ანდრე შურლე “ლევერკუზენის” ღირსებას 2011-2013 წლებში იცავდა, სადაც 65 მატჩი ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა.

ბუნდესლიგის 21-ე ტურში, 14 თებერვალს, “ლევერკუზენი” შინ “ვოლფსბურგს” დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

0.113067