ფეხბურთი

18:12 | 11.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“სევილიას” ლაზარეთს 3 ფეხბურთელი დაემატა

ესპანურ “სევილიას” საკადრო პრობლემები მოეძალა. ანდალუსიური გუნდის ლაზარეთს ერთდროულად სამმა ფეხბურთელმა მიაშურა. ესენი არიან სტეფან მბია, ხოხრე ანდუხარ კოკე და იაგო ასპასი.

მბიასა და კოკეს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვთ. პირველი მათგანი ორ კვირას გამოტოვებს, ხოლო მეორეს თვე გაუცდება.

ერთი თვით იუქმებს ასპასიც, რომელსაც მარჯვენა ფეხის კუნთი გადაეღალა.

პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, ამ 3 ფეხბურთელის ანგარიშზე, საერთო ჯამში, 38 თამაში და 7 გოლია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13423