ვიქტორ სანიკიძის არყოფნაში ყაზანის „უნიკსი“ ევროთასის მერვედფინალში გავიდა. რუსულმა გუნდმა აღნიშნულ ტურნირში ევროლიგიდან გადაინაცვლა და 6 ტურის თავზე G ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.
ყაზანელებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთში, „ნიმბურკთან მოიგეს და პირველი ადგილი გაინაღდეს. რუსულმა გუნდმა მასპინძლები დაძაბულ ბრძოლაში – 84:79 დაამარცხა. სანიკიძემ 1 კვირის წინ მხრის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის.
მერვედფინალში „უნიკსის“ მეტოქე J ჯგუფის მეორეადგილოსანი იქნება. შესაძლოა ეს გუნდი გიორგი შერმადინის „კანტუ“ იყოს, თუმცა დღეს, ამ ჯგუფში ბოლო ტური იმართება და ყაზანელების მეტოქის ვინაობა ოფიციალურად თამაშების დასრულების შემდეგ გაირკვევა.
G ჯგუფი | მ | წ | ჩაგდ | მიღე | +/- |
უნიკსი | 4 | 2 | 460 | 432 | 28 |
ზენიტი | 3 | 3 | 439 | 479 | -40 |
სტრასბური | 3 | 3 | 450 | 433 | 17 |
ნიმბურკი | 2 | 4 | 454 | 459 | -5 |
www.gbf.ge