ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მცველი მარკინიოსი “პარი სერ ჟერმენისგან” კონტრაქტის გახანგრძლივების შესახებ შეთავაზებას მიიღებს. ბოლო დროს სამხრეთამერიკელის შეძენას “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობდა, თუმცა ფრანგებმა ინგლისელები უარით გაისტუმრეს.
კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მარკინიოსი შეინარჩუნოს, ხელფასი გაუზარდოს და თანამშრომლობის ვადაც გადაწიოს. ჯერჯერობით უცნობია მომავალი ხელშეკრულების დეტალები. ბრაზილიელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს.
მიმდინარე სეზონში ფეხბურთელმა ყველა ტურნირზე 24 მატჩი ჩაატარა და თავი ერთი გოლით გამოიჩინა.