“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე აცხადებს, რომ მისი გუნდის მარჯვენა მცველის, დანი ალვესის ახალი კონტრაქტის საკითხს კლუბში ზაფხულში განიხილავენ.
ბრაზილიელი მცველის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება და როგორც მისმა აგენტმა განაცხადა, ალვესი ახალი კლუბის მოსაძებნად მზადაა. ესპანური პრესის ცნობით, იმის გათვალისწინებით, რომ “ბარსელონას” ზაფხულში ფეხბურთელების დამატების უფლება არ ექნება, ლუის ენრიკეს ალვესის შენარჩუნება სურს, მაგრამ პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ ამის წინააღმდეგია.
“შექმნილ ვითარებაზე კომენტარს არ გავაკეთებ, რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ყველას სიმშვიდე გვმართებს, ხოლო ალვესის ახალ კონტრაქტზე სეზონის დასრულების შემდეგ ვიფიქრებთ.” – ლუის ენრიკეს ამ სიტყვებს AS-ი ციტირებს.