ფეხბურთი

23:21 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ჯღარკავა “დინამოს” აღმასრულებელი დირექტორია

როგორც “დინამო თბილისის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, საკადრო ცვლილებების შედეგად, კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პოსტი ნიკოლოზ ჯღარკავამ დაიკავა, ხოლო ლევან ზუხბაია ტექნიკური დირექტორის თანამდებობაზე გადაინაცვლებს.

ნიკოლოზ ჯღარკავა ყოფილი ფეხბურთელია, თამაშობდა საქართველოს 17-წლამდე ნაკრებში, ასევე იყო 19-წლამდე ნაკრების წევრი.

2006 წლიდან “დინამო არენას” სტადიონის თანამშრომელია, ხოლო 2011 წლიდან “დინამო არენას” დირექტორი.

მუშაობის პარალელურად ჯღარკავა საფეხბურთო მენეჯმენტის კურსებს გადის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში უეფას ორგანიზებით მიმდინარეობს.

0.109253