“მანჩესტერ იუნაიტედმა” გუნდის 19 წლის ცენტრალურ მცველს, პადი მაკნეირს ახალი კონტრაქტი გაუფორმა.
ახალგაზრდა უკანახაზელმა “წითელ ეშმაკებთან” ხელშეკრულება 2017 წლამდე გაახანგრძლივა. მხარეებმა თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გაგრძელების შესაძლებლობაც გაითვალისწინეს.
ჩრდილოეთ ირლანდიელი ფეხბურთელი “მანჩესტერის” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში დებიუტი მას გასული წლის სექტემბერში ჰქონდა. მაკნეირმა, მიმდინარე სეზონში, მონაწილეობა 12 თამაშში მიიღო.