“პარი სენ ჟერმენის” შვედმა ვარსკვლავმა, პარიზში, გრევენის ცვილის ფიგურათა მუზეუმში, საკუთარი ქანდაკება მოინახულა და ნამუშევრით აღფრთოვანებული დარჩა. ზლატანმა მორიგ მიზნად ეიფელის კოშკის საკუთარი ქანდაკებით ჩანაცვლება დაისახა.
“ემოციებს ვერ გადმოვცემ. ქანდაკება ძალიან კონცენტრირებულად გამოიყურება. სწორედ ასეთი ვარ მოედანზე. ისღა დამრჩენია, ბიჭებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადავუხადო. როგორც შვედი, ასეთი წარმატებით ძალიან ამაყი ვარ.
რა იქნება მომავალში? არ ვიცი. იქნებ, ეიფელის კოშკი იბრაჰიმოვიჩის ქანდაკებით შევცვალოთ...”