ფეხბურთი

13:06 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კოლხეთმა” დასკვნითი სპარინგი მაკედონიელებთან წააგო

ფოთის “კოლხეთმა” თურქულ შეკრებაზე დასკვნითი სპარინგი მაკედონიის “პალისტერისთან” ჩაატარა, რომელშიც 0:2 დამარცხდა.

ფოთელთა მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა ასეთი სასტარტო შემადგენლობა დააყენა:

ძაგანია, კილასონია, ჩადუნელი, თევზაძე, თ.კაკულია, გურეშიძე, გოგონაია, შენგელია, ქორჩილავა, ჟიშკარიანი, ჯიქია.

პირველი ტაიმის მერე, მოედანზე მეკარე კოკა სეფიაშვილი შევიდა, მე-60 წუთიდან კი თამაშში კაკულია, ლემონჯავა, გაბისკირია, ამბროლაძე, გუგუშვილი, ბეჩეხია, ჩაკვეტაძე, სიჭინავა და ბარამიძე ჩაერთნენ.

“კოლხეთმა” პირველი გოლი 78-ე წუთზე გაუშვა, ხოლო მაკედონიელებმა მეტოქის კარი მეორედ ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე გაიტანეს.

“კოლხეთი” 10 თებერვალს საქართველოში დაბრუნდება და მზადებას ფოთში გააგრძელებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114959