ფეხბურთი

1:55 | 10.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

რომში “ჯენოამ” იმარჯვა

დღეს, იტალიის სერია A-ს XXII ტურის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. რომში, ადგილობრივმა “ლაციომ” “ჯენოას” უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.

მატჩი საკმაოდ მოსაწყენი სანახავი გამოდგა და საგოლე მომენტები იშვიათად იქმნებოდა. შეხვედრის ბედი პირველ ტაიმში გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა. 27-ე წუთზე “ლაციალეს” კარის დარაჯმა ფედერიკო მარკეტიმ თავის საჯარიმოში მბიაიე ნიანგი აკრძალული ხერხით შეაჩერა, საკუთარი გუნდი თერთმეტმეტრიანით დასაჯა, ხოლო თვითონ შეხვედრის არბიტრს წითელი ბარათი დასტყუა. სტუმართა არგენტინელმა შემტევმა დიეგო პეროტიმ უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი ზუსტად შეასრულა. დარჩენილ დროში კი ანგარიში აღარ შეცვლილა და “ჯენოამ” გასული წლის 7 დეკემბრის შემდეგ 3 ქულის მოპოვება პირველად მოახერხა. რომაელები 34 ქულით სატურნირო ცხრილში მე-6 პოზიციაზე არიან, ხოლო “ჯენოას” 2 ქულით ნაკლები აქვს დაგროვილი და ერთი საფეხურით დაბლა იმყოფება.

22-ე ტურის გადადებული შეხვედრა “პარმასა” და “კიევოს” შორის 11 თებერვალს გაიმართება.

“ლაციო” – “ჯენოა” 0:1 (0:1)

რომი, “სტადიო ოლიმპიკო”

მაყურებელი: 29.000

“ლაციო” (4-3-3): მარკეტი; ბასტა, დე ვრეი, სანა, რადუ; პაროლო, ბილია, კატალდი (ბერიშა 29); მაური (კეიტა 81), კლოზე, კანდრევა (ფელიპე ანდერსონი 46)

მწვრთნელი: სტეფანო პიოლი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, დე მაიო, იცო; რინკონი, ბერტოლაჩი, კუჩკა, ედენილსონი; იაგო ფალკე (ტამბე 75), ნიანგი (პავოლეტი 71), პეროტი (ლესტიენი 78)

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლი: 0:1 პეროტი (30)

გაფრთხილება: მაური (14), სანა (16), კანდრევა (44), დე ვრეი (45) – ბერტოლაჩი (18), რონკალია (50), დე მაიო (70), ლესტიენი (88), პავოლეტი (89)

გაძევება: მარკეტი (27)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (3) – 9 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:1 გაფრთხილება: 4:5 გაძევება: 1:0

მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 13, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156648