ფეხბურთი

21:55 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

კონტე ნაკრებში რჩება

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო და ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა როგორც ჩანს, ძირეულად ამ შეხვედრას არაფერი შეუცვლია.

“რა მოხდა დღეს? – რა უნდა მომხდარიყო? – არც არაფერი”, - მკვახედ განაცხადა შეხვედრიდან გამოსულმა კონტემ.

თავის მხრივ ასევე მოკლე, მაგრამ მშვიდი კომენტარით შემოიფარგლა ტავეკიო:

“მშვენიერი დღე იყო”, - ესღა თქვა ფედერაციის ხელმძღვანელმა.

იტალიის ნაკრების თავკაცი ანტონიო კონტე ბოლო ხანებში უკმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ მომდევნო სეზონი 15 მაისამდე გაიწერა. ამის შემდგომ დაირხა ხმა, თითქოს კონტე პროტესტის ნიშნად დაკავებული თანამდებობის დატოვებას აპირებდა. როგორც ჩანს, ფედერაციის ხელმძღვანელობამ და “სკუადრა აძურას” დამრიგებელმა საერთო ენა გამონახეს...

0.117076