თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს უმაღლესი ლიგის ერთ-ერთა ლიდერმა გორის “დილამ” მორიგი ამხანაგური მატჩი ჩაატარა. გორელების მეტოქე ამჯერად რუმინეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი ბუქარესტის “რაპიდი” გახლდათ.
შეხვედრა შიდაქართლელთა სათამაშო უპირატესობით წარიმართა და მათ გამარჯვება თამაშის ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოახერხეს. 90-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან მარიჩის კარგი ჩაწოდების შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა ალან ბაგაევმა მოიგო, რომელმაც საკუთარ გუნდს საკონტროლო მატჩში გამარჯვება მოუტანა.
“დილამ” თურქულ შეკრებაზე ბოლო, მეოთხე მატჩი გამართა და ზედიზედ მეორეში გამარჯვების მოპოვებაც შეძლო.
გორელებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს:
“დილა”: სომხიშვილი; კვეკვესკირი (თექთურმანიძე 81), ხიდეშელი (ბაგაევი 8), კვახაძე, ხურცილავა; ფალავანდიშვილი, რაზმაძე, ჯაფარიძე (მარიჩი 67), სეთურიძე (გვალია 75); გორელიშვილი (ახალკაცი 71), მოდებაძე.
მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი