ფეხბურთი

20:15 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” ალკასერი გამოაკლდა

“ვალენსიასა” და ესპანეთის ნაკრების ნიჭიერი თავდამსხმელი პაკო ალკასერი ტრავმირებულია.

21 წლის ფორვარდი “ესპანიოლთან” მოგებულ (2:1) შეხვედრაში დაშავდა და 53-ე წუთზე ალვარო ნეგრედომ შეცვალა. დღეს პაკოს სრულფასოვანი გამოკვლევა ჩაუტარდა, რომლის მიხედვითაც მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული და დაახლოებით 1-2 კვირას იუქმებს.

მიმდინარე სეზონში ალკასერმა 24 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.063768