ფეხბურთი

2:27 | 9.02.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ინტერმა” და “რომამ” გამარჯვება გაიხსენეს

იტალიის სერია A-ს 22-ე ტური 6 შეხვედრით გაგრძელდა. გამარჯვებების მოპოვება შეძლეს მილანის “ინტერმა” და დედაქალაქურმა “რომამ”. “ნაპოლი” კი წარმატებულ სერიას ისევ აგრძელებს.

გამარჯვების გემო გაიხსენა მილანის “ინტერმა”. “ნერაძურიმ” სიცილიური “პალერმო” 3:0 გაანადგურა. ანგარიში ფრედი გუარინმა თავური დარტყმით გახსნა. მეორე ნახევარში კი არგენტინელი ფორვარდის მაურო იკარდის ჯერი დადგა, ვინაც კუნძულელთა კარი ორჯერ აიღო. აღსანიშნავია, რომ სამხრეთამერიკელმა შემტევმა არცერთი გოლი არ აღნიშნა. როგორც მოგეხსენებათ, იკარდისა და მილანელ გულშემატკივრებს შორის ერთი კვირის წინ სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა და ამის მიზეზიც სწორედ ეს იყო. “ინტერმა” ამ გამარჯვებით 29 ქულა დააგროვა, ხოლო სიცილიელებს აქტივში ერთით მეტი ქულა აქვთ.

როგორც იქნა მოიგო სკუდეტოს მაძიებელმა “რომამ”. დედაქალაქელები შესუსტებული შემადგენლობით აუტსაიდერ “კალიარის” ეწვივნენ და 2:1 გაიმარჯვეს. “მგლები” სერბმა ლეგიონერმა ადემ ლიაიჩმა დააწინაურა, რომელმაც ახალგაზრდა დანიელე ვერდეს დიდოსტატური გადაცემა შეირგო. “რომამ” ანგარიშის გაზრდა მატჩის მიწურულს შეძლო. თავი არგენტინელმა ლეანდრო პარედესმა გამოიჩინა. გოლი კი მართლაც ლამაზი გამოვიდა, პარედესმა საჯარიმოს გარედან ერთი შეხებით გაიტანა. საგოლე გადაცემა კი ამჯერზეც ვერდემ შეასრულა. ერთადერთი რაც, მასპინძლებმა მოახერხეს ჟან მპოკუს მიერ გატანილი პრესტიჟის გოლი გახლდათ, თუმცა სარდინილების მეტის გასაკეთებლად არც დრო ეყოთ და აღარც ენერგია. “რომამ” ლიდერ “იუვენტუსთან” 7 ქულიანი ჩამორჩენა შეინარჩუნა, “კალიარი” კი გასავარდნ ზონას ერთი ქულითაა დაშორებული.

ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო რაფაელ ბენიტესის “ნაპოლიმ”. ნეაპოლიტანურმა გუნდმა ამჯერად “უდინეზე” ადვილად დაამარცხა. ანგარიში მატჩის დასაწყისში გაიხსნა. გონსალო იგუაინმა და დრის მერტენსმა კარგი კომბინაცია გაითამაშეს, რომელიც გოლით ბელგიელმა გარემარბმა დააგვირგვინა. “აძურიმ” მალე მეორეც შეაგდო. ამჯერად თავი მანოლო გაბიადინიმ გამოიჩინა. იტალიელმა ფორვარდმა მას შემდეგ იხეირა, რაც მარეკ ჰამშიკის კარგი გადაცემის წყალობით მეკარესთან პირისპირ დარჩა. “უდინეზემ” ერთი ბურთი შესვენებამდე გაქვითა. 27-ე წუთზე თავი ფრანგმა სირილ ტერომ გამოიჩინა. ტერომ მეორე ტაიმშიც გაიტანა, ოღონდ ამჯერად საკუთარი კარი დალაშქრა, რითაც შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ნაპოლის” 42 ქულა გაუხდა და ისევ მესამე პოზიციაზეა. უდინური კი სატურნირო ცხრილის შუაში მშვიდად იმყოფება.

სერია A-ს 22-ე ტურის კვირას გასამართ მატჩთაგან პირველი ფლორენციაში ჩატარდა. ადგილობრივმა “ფიორენტინამ” ბერგამოს “ატალანტა” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა. ანგარიში სტუმრებმა მე-9 წუთზე გახსნეს. პაპუ გომესის კარგი ჩაწოდების შემდეგ საჰაერო ორთაბრძოლა დავიდე ძაპაკოსტამ მოიგო და ჩიპრიან ტატარუშანუ უქმად დატოვა. მასპინძლებმა მალევე გაათანაბრეს. გოლი ამჯერადაც თავური დარტყმით გავიდა. მატი ფერნანდესის სტანდარტს ხოსე ბასანტა შეეგება და ზუსტად დაარტყა. 76-ე წუთზე ვინჩენცო მონტელას გუნდი დაწინაურდა. სამშობლოში დაბრუნებულმა ალესანდრო დიამანტიმ ტექნიკურად ითამაშა და ლამაზი გოლი გაიტანა. მიუხედავად ამისა, ბერგამოელები არ გატყდნენ და რიჩმონდ ბოაჩიმ 7 წუთის შემდეგ ტაბლოზე საყაიმო ანგარიში კიდევ ერთხელ დააფიქსირა. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90-ე წუთზე მატი ფერნანდესმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ამჯერად ჩილელმა ფეხბურთელმა ასისტენტობა მანუელ პასკუალს გაუწია, რომელმაც თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა. ფლორენციელებმა 35 ქულა დააგროვეს და მეოთხე პოზიციამდე აღზევდნენ. “ატალანტა” კი 23 ქულით სახიფათო ზონის ირგვლივ ტრიალებს.

ფრედ დასრულდა გენუაში გამართული მატჩი “სამპდორიასა” და “სასუოლოს” შორის. შეხვედრის მთავარი მოვლენები პირველ ათ წუთში განვითარდა. მე-2 წუთზე ფრანჩესკო აჩერბიმ სტუმრები დააწინაურა. იტალიელმა მცველმა ვრსიალკოს ჩაწოდების შემდეგ თავით იხეირა. “სამპამ” მე-9 წუთზე გაათანაბრა. ბრაზილიელმა ედერმაც მეორე სართულიდან შეძლო გოლის გატანა. ამის შემდეგ მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო დროის უმეტესი ნაწილი დარჩენილი იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა. “სამპდორიას” 35 ქულა აქვს და მეხუთე ადგილზეა, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი კი 29 ქულით მე-11 პოზიციაზეა.

აუტსაიდერთა დუელი გაიმართა ემპოლიში. ადგილობრივმა “ემპოლიმ” “ჩეზენას” უმასპინძლა, რომელსაც მიჯრით ორი მატჩი მოეგო. მაურიციო სარის დამოძღვრილმა გუნდმა მეტოქეს ორი უპასუხო ბურთით აჯობა და 9 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა. ანგარიში 30-ე წუთზე ვეტერანმა მასიმო მაკარონემ გახსნა, რომელმაც ეფექტურად ითამაშა და მოჭრილი დარტყმით ისეირა. 57-ე წუთზე “ემპოლიმ” კიდევ ერთი გოლი გაიტანა. სინიორელიმ მარიო რუის გადაცემის შემდეგ ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი ნიკოლა ლეალის კარში, რითაც საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. “ემპოლის” ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა, თუმცა თავის გამოჩენა მხოლოდ ყვითელი ბარათით მოახერხა. ტოსკანელებმა 23 ქულას მოყარეს თავი, ხოლო “ჩეზენა” 15 ქულით ისევ ბოლოსწინა პოზციას იკავებს.

22-ე ტურის დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთი, “ლაციოსა” და “ჯენოას” შორის ორშაბათს გაიმართება, ხოლო დიდთოვლობის გამო გადადებული “პარმა” – “კიევოს” მატჩი ოთხშაბათს ჩატარდება.

“ფიორენტინა” – “ატალანტა” 3:2 (1:1)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 31.000

“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, სავიჩი, ბასანტა; ხოაკინი (სალაჰი 65), ბადეი, მატი ფერნანდესი, ბორხა ვალერო (პიზარო 57), პასკუალი; დიამანტი (როზი 81), გომესი

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი (დელ გროსო 61), ბენალუანე, მაზიელო; ძაპაკოსტა, ჩიგარინი, კარმონა, გომესი (ბოაჩი 81), დენისი (პინილია 64)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

გოლები: 0:1 ძაპაკოსტა (9), 1:1 ბასანტა (18), 2:1 დიამანტი (76), 2:2 ბოაჩი (83), 3:2 პასკუალი (89)

გაფრთხილება: გომესი (90) – ბელინი (40)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (9) – 12 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:7 გაფრთხილება: 1:1

მსაჯი: დინო ტომაზი

“კალიარი” – “რომა” 1:2 (0:1)

კალიარი, “სანტ ელია”

მაყურებელი: 8.500

“კალიარი” (4-3-2-1): ბრკიჩი; გონსალესი (მპოკუ 61), როსეტინი, კაპუანო, აველარი; დონსა, კონტი, დესენა; გალვაო (საუ 79), ეკდალი; კოპი (ლონგო 84)

მწვრთნელი: ჯანფრანკო ძოლა

“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ტოროსიდისი, იანგა-მბივა, ასტორი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, კეიტა, პიანიჩი; ვერდე, ტოტი (სანაბრია 62), ლიაიჩი (პარედესი 74)

მწვრთნელი: რუდი გარსია

გოლები: 0:1 ლიაიჩი (38), 0:2 პარედესი (85), 1:2 მპოკუ (90)

გაფრთხილება: როსეტინი (35), მპოკუ (82) – ლიაიჩი (42), ჰოლებასი (79), სანაბრია (81)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (5) – 11 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 5:6 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: პაოლო ტალიავენტო

“ემპოლი” – “ჩეზენა” 2:0 (1:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

მაყურებელი: 9.500

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი, მარიო რუი; ზიელინსკი, ვალდიფიორი, სინიორელი; ვერდი (ბრილანტე 87); მაკარონე (მჭედლიძე 77), პუჩიარელი (ტავანო 68)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კაპელი, კრაინჩი, პერიკო, რენძეტი; ჯორჯი, დე ფეუდისი (კარბონერო 82), პულძეტი (ზე ედუარდო 58); ბრიენცა; ჯურიჩი (როდრიგესი 71), დეფრელი

მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო

გოლები: 1:0 მაკარონე (30), 2:0 სინიორელი (57)

გაფრთხილება: მარიო რუი (45), მჭედლიძე (84) - დე ფეუდისი (17), კაპელი (36), ჯორჯი (63), როდრიგესი (82)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 11 (2) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 4:3 გაფრთხილება: 2:4

მსაჯი: დანიელე ორსატო

“ნაპოლი” – “უდინეზე” 3:1 (2:1)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

მაყურებელი: 34.000

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, ბრიტოსი, გულამი; გარგანო (ჟორჟინიო 82), ინლერი; მერტენსი (დე გუზმანი 67), ჰამშიკი, გაბიადინი (კალეხონი 55); იგუაინი

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, პირისი; ვიდმერი, ალანი, გილერმე, ჰალბერგი (აგირე 63), პასკუალე; ბრუნო ფერნანდესი (პერიკა 78), ტერო (გაბრიელ სილვა 87)

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

გოლები: 1:0 მერტენსი (8), 2:0 გაბიადინი (21). 2:1 ტერო (27), 3:1 ტერო (59, ა.გ)

გაფრთხილება: მერტენსი (39), იგუაინი (81) - ჰალბერგი (2), ალანი (11), პასკუალე (69), ჰეტრო (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 12 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 1:7 გაფრთხილება: 2:4

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

“სამპდორია” – “სასუოლო” 1:1 (1:1)

გენუა, “სტადიო მარასი”

მაყურებელი: 21.000

“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, მუნიოსი (კოდა 41), რომანიოლი, რეჯინი; ობიანგი, პალომბო (ეტო’ო 70), დანკანი; სორიანო; ედერი, ოკაკა

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ვრსიალკო (გაცოლა 15), აჩერბი, კანავარო, ლონგი (პელუზო 65); მანიანელი, ბიონდინი, ბრიგი; ლაზარევიჩი, ფლოკარი, ფლორო ფლორესი (ტაიდერი 81)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლები: 0:1 აჩერბი (2), 1:1 ედერი (9)

გაფრთხილება: ობიანგი (12), ოკაკა (72), დე სილვესტრი (84), რეჯინი (86) – ბიონდინი (14), ბრიგი (16), ლაზარევიჩი (23), კანავარო (58), ტაიდერი (83)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 17 (6) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 3:5 გაფრთხილება: 4:5

მსაჯი: მასიმილიანო ირატი

“ინტერი” – “პალერმო” 3:0 (1:0)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 37.000

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; სანტონი, რანოკია, ჟუან ჟესუსი, ნაგატომო (დოდო 36); მედელი, ბროჟოვიჩი; შაქირი (კოვაჩიჩი 84), გუარინი, პალასიო (კამპანიარო 82); იკარდი

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; გონსალესი, ტერცი, დაპრელა; მორგანელა (რისპოლი 75), ბარეტო, რიგონი, იაიალო (ბელოტი 66), ლაზაარი (ემერსონი 77); ვასკესი, დიბალა

მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი

გოლები: 1:0 გუარინი (16), 2:0 იკარდი (65), 3:0 იკარდი (88)

გაფრთხილება: მედელი (13), ჟუან ჟესუსი (40) – მორგანელა (20), რიგონი (72), გონსალესი (77)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (7) – 8 (1) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:3 გაფრთხილება: 2:3

მსაჯი: მარკო გუიდა

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 14 გოლი, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 13, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 11.

0.335592